ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ხშირად დასმული კითხვები კორონავირუსთან დაკავშირებით
02 ნოემბერი, 2020

ხშირად დასმული კითხვები კორონავირუსთან დაკავშირებით

      1. 1.    რა სიმპტომებია დამახასიათებელი COVID-19-ისთვის?

      COVID-19-ისთვის დამახასიათებელია სხეულის ტემპერატურის მომატება,

      ხველა, ყელის ტკივილი, ყნოსვის ან გემოს შეგრძნების დაკარგვა, თავისა და კუნთების ტკივლი, ზოგადი სისუსტე, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება ან მოსვენების დროს ქოშინი (რაც ადრე არ გქონიათ).

       

      1. 2.    რა სიმპტომებს უნდ მივაქციოთ ყურადრება, რომელიც მიანიშნებს დაავადების რთულ მიმდინარეობაზე?

      -სუნთქვის უკმარისობა

      - ტკვილი და/ან ზეწოლა გულ-მკერდის არეში

      -ცნობიერების დარღვევა

      -ძილიანობა

      -უჩვეულო სიფერმკრთალე/ციანოზური ტუჩები და სახე

       

      1. 3.    ვინ ითვლება COVID-ინფიცირებულად?

      -         COVID19 ინფიცირებულად ითვლება ადამიანი, რომელსაც ინფექცია დაუდასტურდა  ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევით (პსრ ტესტი-PCR) ან სწრაფი ანტიგენ ტესტით.

       

      1. 4.    როგორ უნდა მოვიქცე სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში?

      2.1  არ მქონია არავითარი შეხება კოვიდ-ინფიცირებულთან, მაგრამ მაინც გამომივლინდა COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები?

      - დაუკავშირდით თქვენს ოჯახის ექიმს. ხველება და ტემპერატურის მატება ახასიათებს სხვა ვირუსულ ინფექციებსაც. ამიტომ, თუ ახველებთ, გაქვთ სურდო ან ტემპერატურა, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად კოვიდ-ინფიცირებული ხართ. მიუხედავად ამისა, შესაძლებლობის ფარგლებში,  შეეცადეთ რამდენიმე დღე გაატაროთ იზოლაციაში. როგორც წესი, სხვა ვირუსული ინფექციით გამოწვეული სიმპტომები სტანდარტული მიმდინარეობისას 3-5 დღეში ქრება.

      2.2  თუ მქონდა შეხება ინფიცირებულთან და ამის შემდგომ გამომივლინდა სიმპტომები?

      - გადადით თვითიზოლაციაში 12 დღის განმავლობაში. დაუკავშირდით 112-ს, ან პირად ოჯახის ექიმს, რომელიც დიაგნოზის დადასტურების მიზნით გადაგამისამართებთ ტესტირებაზე.

       

      1. 5.    რა სახის კონტაქტი ითვლება ინფიცირებისთვის ახლო კონტაქტად?

      მაღალი რისკის კონტაქტად  ითვლება პირი, რომელსაც სიმპტომების გაჩენამდე ან  ლაბორატორიული ნიმუშის აღებამდე 48 საათის განმავლობაში:

      • ჰქონდა პირდაპირი შეხება COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 1 მეტრზე ნაკლები დისტანციით 15 წუთზე მეტი დროით;
      • ჰქონდა ფიზიკური კონტაქტი COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან;
      • ჰქონდა დაუცველი უშუალო კონტაქტი COVID-19-ით ინფიცირებულის მიერ გამოყოფილ სეკრეტთან (მაგ: ხველის ან ცემინებისას)
      • რომელიც დახურულ სივრცეში იმყოფებოდა (მაგ. სახლი, საკლასო ოთახი, შეხვედრების ოთახი, საავადმყოფოს მოსაცდელი ოთახი და ა.შ.) COVID-19 ის დადასტურებულ შემთხვევასთან 15 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში;
      1. 6.    როგორ მოვიქცე თუ ჩემთან ახლო კონტაქტში მყოფ პირს დაუდგინდა COVID-19?

      -გადადით თვითიზოლაციაში.

      -დააკვირდით თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუ აღმოაჩენთ, რომ გაგიჩნდათ COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დაუკავშირდით 112-ს ან პირად ოჯახის ექიმს, რის შემდეგაც მოხდება თქვენი გადამისამართება ტესტირებაზე.

      - თუ დაგიდასტურდებათ COVID-19, ექიმი თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმპტომების შესაბამისად მიიღებს ბინაზე მკურნალობის ან ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილებას.

      -თუ პასუხი უარყოფითია, განაგრძობთ თვითიზოლაციის წესების დაცვას.

       

      1. 7.    რას გულისხმობს თვითიზოლაცია, როდის უნდა დავიწყო და დავასრულო თვითიზოლაცია?

      -         თუ გაქვთ საკუთარ სახლში სრულად იზოლირების შესაძლებლობა, დარჩით ბინაზე. დასაშვებია საერთო სველი წერტილის მოხმარება ჰიგიენის წესების დაცვით.  პირობების არქონის შემთხვევაში,  ინფორმაცია მიაწოდეთ 112-ს და მოხდება თქვენი გადაყვანა COVID-სასტუმროში.

      -         არ გახვიდეთ გარეთ

      -         არ მიიღოთ სტუმრები

      -         ოჯახის წევრებთან ფიზიკური კონტაქტი იქონიეთ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს , რაც შესაძლებელია მცირე დროით და ფიზიკური დისტანციის დაცვით, პირბადის აუცილებელი გამოყენებით კონტაქტში მყოფი ყველა პირის მიერ.

      -         იქონიეთ  პირადი ჭურჭელი, თეთრეული და ჰიგიენის ნივთები.

      -         თუ თვითიზოლაციის პერიოდში არ გამოგივლინდათ COVID-19-ისთვის დამახასიათებელი არცერთი საეჭვო ნიშანი,  იზოლაცია სრულდება დაწყებიდან მე-12 დღეს.

       

      1. 8.    როგორ ხდება კორონა ვირუსის გადაცემა?

      -         წვეთოვანი და კონტაქტური გზით-მაგალითად, ხველის ან ცემინების დროს, ხელის ჩამორთმევით, სახესა და თვალთან დაუბანელი ხელის შეხებით,  დაავადებულ ადამიანთან მჭიდრო კონტაქტით.

       

      1. 9.    დაავადების რა ეტაპიდან იწყება ინფიცირებული ადამიანის გადამდებლობა?

      ადამიანი გადამდები ხდება სიმპტომების დაწყებამდე 2 დღით (48 საათით) ადრე.

       

      10. როგორ დავიცვა თავი კორონა ვირუსისგან?

      • მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს
        • გაიკეთეთ პირბადე დახურულ სივრცეებში, ხალხმრავალ ადგილებში და იმ ადამიანებთან ახლოს კონტაქტის დროს, რომლებსაც აქვთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
        • დაიცავით 2 მეტრიანი ფიზიკური დისტანცია (პირბადის გამოყენების შემთხვევაშიც)
        • ხშირად დაიბანეთ ხელი საპნითა და წყლით (40-60 წამის განმავლობაში) ან ალკოჰოლის შემცველი 70% იანი  ხსნარით (20-40 წამი)
        • შესაძლებლობის ფარგლებში შეეცადეთ არ გადაადგილდეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

       

      11. რამდენი დღე ითვლება COVID-19-ის ინკუბაციური პერიოდად?

      საინკუბაციო პერიოდი (ვირუსის ორგანიზმში მოხვედრიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე  დროის პერიოდი) საშუალოდ 5-6 დღეა, თუმცა შეიძლება 14 დღემდეც გაგრძელდეს.

       

      12. როგორ მოვიქცე თუ აღმოვაჩინე, რომ ინფიცირებულთან ვიყავი ახლო კონტაქტში?

      გადავდივარ თვითიზოლაციის რეჟიმში 12 დღის განმავლობაში (კონტაქტირებული ადამიანის დიაგნოზის გაგებინდან რაც შეიძლება მალე)

       

      13. რა სახის ტესტები გამოიყენებაCOVID-19-ინფექციის დიაგნოსტიკისთვის?

      -         დაავადების მიმდინარეობის დადგენის მიზნით გამოიყენება ანტიგენის სწრაფი ტესტი ან პჯდ (PCR) ტესტი, რომელიც ადგენს ცხვირ-ხახის ნაცხში ვირუსის არსებობას.

      -         ანტისხეულების ტესტი: COVID-19 IgM/IgG  ტესტი არის სწრაფი, რომელიც განსაზღვრავს   სისხლში, შრატსა და პლაზმაში  ვირუსის მიმართ ანტისხეულების არსებობას.  უსიმპტომო პაციენტებში, ან დაავადების ადრეულ ეტაპზე აღნიშნული ტესტის გაკეთება არ არის მიზანშეწონილი, რამდედანაც ანტისხეულების გამოყოფა იწყება სიმპტომების დაწყებიდან მე-5 და მე-14 დღეს.

      -         საკუთარი ინიციატივით არცერთი ასეთი ტესტის გაკეთება არ არის რეკომენდებული.

       

      14. როგორ მოვიქცე თუ ტესტის პასუხი უარყოფითია, მაგრამ სიმპტომები აღმენიშნება?

      -         დაუკავშირდით პირად ოჯახის ექიმს.

       

      15. ვინ ექვემდებარება სავალდებულო ტესტირებას და რა შემთხვევაშია ტესტირება უფასო და ფასიანი?

      -         სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული შემდეგი ჯგუფების ლაბორატორიული მომსახურება: 

      • ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილი პაციენტი პნევმონიის დიაგნოზით ან ცხელებით მიმდინარე შემთხვევა, თუ ამავდროულად აღენიშნება რესპირაციული დაავადების ნიშნები. ან, ექიმის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ცხელების და/ან სხვა საეჭვო კლინიკური ნიშნების მქონე პირები (მათ შორის, ამბულატორიულად მისული პაციენტის ტესტირება, ტესტირების შედეგის მიღებამდე თვითიზოლაციის პირობების მკაცრი დაცვით);
      • დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები, მხოლოდ თვითიზოლაციის ან/და კარანტინში ყოფნის (დადასტურებულ შემთხვევასთან ბოლო კონტაქტიდან 12 დღე) პერიოდში, მინიმალური – დაავადების ერთ-ერთი სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, ექიმის ან/და ეპიდემიოლოგის გადაწყვეტილებით;
      • სამედიცინო პერსონალი
      • სახელმწიფო ზრუნვის ქვეს მყოფ პირთა დაწესებულებების პერსონალი და ბენეფიციარები და სხვა.

      დეტალური ინფორმაცია ტესტირებას დაქვემდებარებული ჯგუფების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ https://matsne.gov.ge/ka/document/view/4896450?publication=9

      -         სხვა შემთხვევაში, თუ ტესტს იკეთებთ საკუთარი სურვილით, მომსახურება არის ფასიანი.

       

      16. სად არის შესაძლებელი COVID-19-ზე ტესტირება?

      https://www.ncdc.ge/Pages/User/News.aspx?ID=8dd7ef49-cc5f-40c9-88d2-822fe5ae7066

      დაუკავშირდით ოჯახის ექიმს და დარეგისტრირდით ნაცხის ასაღებად. ტესტირება შესაძლებელია მითითებულ ბმულზე წარმოდგენილ ლაბორატორიებში.

       

      17. როგორ მოვიქცე თუ ვარ COVID-ინფიცირებული, ვმკურნალობ ბინაზე და სხვა მიზეზით დამჭირდა გეგმიური, ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება?

      -         თუ დაგჭირდათ გეგმიური სამედიცინო მომსახირება, დაუკავშირდით თქვენს ექიმს, რომელი ინფექციის კონტროლის წესების დაცვით გაგიწევთ საჭირო მომსახურებას ან დაგაკვალიანებთ საჭირო ქმედებების თაობაზე.

      -         თუ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების საჭიროების დროს მიმართეთ 112-ს.

       

      18. როგორ მოვიქცე თუ ოჯახის წევრს დაუდგინდა კორონა ვირუსი?

      უპირველეს ყოვლისა აუცილებელია ინფიცირებულთან ერთად სახლში მცხოვრები ოჯახის ყველა წევრი დარჩეს თვითიზოლაციაში.თუ თქვენი ოჯახის წევრი ექიმის გადაწყვეტილებით გადის ბინაზე მკურნალობას, აუცილებელია დაიცვათ რამდენიმე წესი, რათა შეამციროთ ვირუსის გადაცემის საფრთხე:

      -         ხშირად გაანიავეთ ოთახი გარე სივრცეში გამავალი ფანჯრის, კარის გაღებით. ინფიცირებულთან კონტაქტის აუცილებლობისას ყველა წევრმა უნდა გაიკეთოს პირბადე.იზოლაციაში მყოფ ოჯახის წევრთან აუცილებლობის გარდა ფიზიკური კოტაქტი მაქსიმალურად შეზღუდეთ.საეჭვო ინფიცირებული პირი სარგებლობს საკუთარი ჭურჭლით და საყოფაცხოვრებო ნივთებით.

      -         თუ შესაძლებელია, საეჭვო ინფიცირებული პირი სარგებლობს ცალკე აბაზანით და სან-ჰიგიენური კვანძით, სხვა შემთხვევაში საერთო საპირფარეშოს მოხმარების შემდეგ ინფიცირებულთან შეხებაში მყოფი ზედაპირები უნდა გაიწმინდოს სადეზინფექციო ხნსარით.

      -         საერთო სივრცეში ზედაპირები რაც შეიძლება ხშირად ვამუშავებთ სპირტიანი (60-80%) ხსნარით.

       

      19. რა შემთხვევაში ხორციელდება ბინაზე/სასტუმროში/სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა?

      -         ბინაზე მკურნალობის გადაწყვეტილება მიიღება, თუ COVID-19 დადასტურებულ პირს აღენიშნება მსუბუქი სიმპტომები ან უსიმპტომოა. ამავდროულად აუცილებელია პირს ჰქონდეს თვითიზოლაციის პირობები. აღნიშნული არ ვრცელდება ქრონიკული დაავადებების მქონე და 65 წელზე უფროსი ასაკის პირებზე. ასევე, 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, რომელთა მკურნალობა აუცილებელია განხორციელდეს სამედიცინო დაწესებულებაში.

      -         თუ პირს აქვს მსუბუქი სიმპტომები, ან უსიმპტომოა, მაგრამ არ აქვს თვითიზოლაციის პირობები, 112-თან კონტაქტის შემდეგ განხორციელდება მისი გადაყვანა COVID -სასტუმროში.

      -         დაავადების მძიმე მიმდინარეობისას, ასევე ქრონიკული დაავადების მქონე და ხანდაზმული პირების შემთხვევაში, მკურნალობა ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებაში.

       

      20. მაქვს თუ არა უფლება ექიმის მითითების მიუხედავად ბინაზე მკურნალობის ნაცვლად მოვითხოვო ჰოსპიტალიზაცია და პირიქით?

      -         როგორც ჰოსპიტალიზაციის, ასევე ბინაზე მკუნრალობის გადაწყვეტილება მიიიღება მხოლოდ ექიმის შეფასებით, რომელიც დამყარებულია სახელმწიფოს მიერ გაწერილ პროტოკოლზე.

       

      21. როდის ითვლება პაციენტი გამოჯანმრთელებულად და როდის შეუძლია იზოლაციის დასრულება?

      -         სიმპტომიანი პაციენტის შემთხვევაში მკურნალობა დასრულებულია, თუ თვითიზოლაციიდან გასულია მინიმუმ 10 დღე და დამატებით 3 უსიმპტომო დღე;

      -         თუ დაავადება მიმდინარეობდა სრულიად უსიმპტომოდ, პაციენტი 10 დღე იმყოფება იზოლაციაში და მე-11 დღიდან იხსნება მეთვალყურეობიდან.

      ორივე შემთხვევაში გამოჯანმრთელებას ადასტურებს მკურნალი ოჯახის ექიმი.

      -         ჰოსპიტალიდან ბინაზე გაწერა ხორცილდება დამტკიცებული პროტოკოლის თანახმად ექიმის გადაწყვეტილებით.

       

      22. საჭიროა თუ არა კლინიკიდან გაწერის შემდეგ დამატებითი იზოლაციის გავლა?

      -         აღნიშნულთან დაკავშირებით რეკომენდაციას იძლევა მკურნალი ექიმი, პაციენტის მდგოამრეობის გათვალისწინებით.

       

      23. როგორ მოვიქცე ბინაზე მკურნალობის დროს?

      -         მკაცრად დაიცავით თვითიზოლაციის წესები.

      • არ გახვიდეთ გარეთ
      • არ მიიღოთ სტუმრები
      • ოჯახის წევრებთან ფიზიკური კონტაქტი იქონიეთ მხოლოდ აუცილებელი საჭიროების დროს , რაც შესაძლებელია მცირე დროით და ფიზიკური დისტანციის დაცვით, პირბადის აუცილებელი გამოყენებით კონტაქტში მყოფი ყველა პირის მიერ.
      • იქონიეთ  პირადი ჭურჭელი, თეთრეული და ჰიგიენის ნივთები.
      • ხშირად გაანივეთ ოთახი გარე სივრცეში გამავალი ფანჯრებით/კარით.

      -         არ მიიღოთ მედიკამენტები ექიმთან შეთანხმების გარეშე. COVID-19-ის მკურნალობა არის სიმპტომური და სიმპტომების მართვისათვის საჭირო თქვენთვის უსაფრთხო მედიკამენტების შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით ექიმი.

      -         შესაძლებლობის ფარგლებში შეინარჩუნეთ ფიზიკური აქტივობა ოთახის პირობებში.

      -         მიიღეთ ოთახის ტეპმერატურის სითხეები ექიმის მიერ რეკომენდებული რაოდენობით.

       

      24. მეძლევა თუ არა და ვის მიერ გაიცემა ცნობა COVID-ინფიცირების შესახებ სამსახურში წარსადგენად?

      -         თუ საკარანტინო ზონაში მოთავსებული პირი დასაქმებულია, ჯანდაცვის  სამინისტრო უფლებამოსილია, ასეთ პირებზე, მოთხოვნის შემთხვევაში, გასცეს საავადმყოფოს ფურცლის ტოლფასი ცნობა.

      -         სტაციონარში მოთავსებულ პირებზე ცნობა გაიცემა სტაციონარული დაწესებულების მიერ, ხოლო ბინაზე მეთვალყურეობის შემთხვევაში ცნობას გასცემს შესაბამისი ონლაინ-კინიკა.

       

      25. რა პროცედურებია გასავლელი საქართველოში შემოსვლის მსურველებისთვის?

      საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირებისთვის, ქვეყანაში შემოსვლისათვის საჭიროა:

      სასაზღვრო პუნქტებზე  წარადგინოს საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი, რის შემდგომაც ექვემდებარება თვითიზოლაციაში გადასვლას 8 დღით.  PCR ტესტის არმქონე პირი ექვემდებარება საკარანტინე სივრცეში გადასვლას. (აღნიშნული საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით  და ექვემდებარება პერიოდულ განახლებას)

       

      26. რომელ ქვეყნებში შემიძლია გამგზავრება?

      -         აღნიშნული ინფორმაცია განახლებადია და გამგზავრების დაგეგმვამდე უნდა გადაამოწმოთ იმ ქვეყნის სალეჩოში/საკონსულოში, სადაც აპირებთ გამზავრებას.

       

      27. საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ფინანსდება თუ არა კორონა-ვირუსის ტესტირება, იზოლაცია, მკურნალობა?

      -         უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, COVID-19-თან დაკავშირებული ყველა სამედიცინო სერვისი ფასიანია.

       

      28. ვინ ითვლება დაავადების გართულების მომატებული რისკის ჯგუფებად?

      -         ხანდაზმულები

      -         ქრონიკული დაავადების მქონე პირები (განსაკუთრებით, გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე, ონკოლოგიური პათოლოგიები, აივ ინფექცია/შიდსი და სხვა)

       

      29. არის თუ არა უსიმპტომო პაციენტი ვირუსის გავრცელების წყარო?

      -         უსიმპტომო პირებიც წარმოადგენენ ვირუსის გადაცემის წყაროს, თუმცა სიმპტომების არ არსეობის გამო, ვირუსის გამოყოფის ინტენსივობა ნაკლებია.

       

      30. შესაძლებელია თუ არა, უსიმპტომო პაციენტის მდგომარეობის მოულოდნელად გამწვავება?

      შესაძლებელია, ამიტომ აუცილებელია ყურადღებით ადევნოთ თვალყური დაავადების მიმდინარეობას და მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ ოჯახის ექიმს.

       

      31. შესაძლებელია თუ არა, დაავადებამ ჩაიაროს სრულიად უსიმპტომოდ?

      -         დიახ, შესაძლებელია.

       

      32. ვის მივამართო COVID-19-თან დაკავშირებული საჭიროებების შემთხვევაში?

      -         საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი-112

      -         სამთავრობო ცხელი ხაზი-144

      -         ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი-1505

      -         დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი-116-001

       

       

       

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი