ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
თამარ ბარკალაია საქართველოში შშმ პირთა უფლებებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა
16 სექტემბერი, 2023

თამარ ბარკალაია საქართველოში შშმ პირთა უფლებებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს შეხვდა

თამარ ბარკალაია: „მიმდინარე რეფორმები, რომელსაც მთავრობა საქართველოში შშმ პირთა უფლებებზე ახორციელებს გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა დადებითად შეაფასა“
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია საქართველოში შშმ პირთა უფლებებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს, გერარდ ქვინის შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე, რეფორმების პროცესში შშმ პირთა ჩართულობასა და ინკლუზიური საზოგადოების განვითარების მხარდაჭერის მექანიზმებზე, მათ შორის - ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მიმართულებით.
განიხილეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესები და სოციალური სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხი.
„საქართველოში შშმ პირთა უფლებებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს, ბოლო წლების განმავლობაში, მიღწეულ პროგრესზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. ვისაუბრეთ შშმ პირთა ჩართულობაზე იმ პლატფორმებზე, რომლებიც სამინისტროში აქტიურად და წარმატებულად მოქმედებს. სტრატეგიებისა და სხვა რეფორმების დაგეგმვა შშმ პირთა ორგანიზაციებისა და უშუალოდ მათი ჩართულობით ხდება. მიმდინარე რეფორმები გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დადებითად შეაფასა“,-აღნიშნულის შესახებ თამარ ბარკალაიამ განაცხადა.
შეხვედრას ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფიცერი ბარბორა ზამრსკა, სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თამარ კურტანიძე, სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი ქეთევან გოგინაშვილი, სოციალური პროგრამების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი თამარ გოცაძე და საქართველოში შშმ პირების კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიაფთიაქებში არსებული მარაგების მართვის სისტემადევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი