ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ოქტომბრიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებისა და ცენტრალური სადისპეტჩეროს ხელფასი 10 %-ით იზრდება
15 სექტემბერი, 2023

ოქტომბრიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებისა და ცენტრალური სადისპეტჩეროს ხელფასი 10 %-ით იზრდება

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ხელფასი კვლავ იზრდება.

ოქტომბრიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებისა და ცენტრალური სადისპეტჩეროს ხელფასი 10 %-ით გაიზრდება.  ცვლილებები თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და მათთვის, ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად.

ოქტომბრიდან, გაზრდილ ხელფასს, 4 ათასამდე თანამშრომელი მიიღებს. სასწრაფოს ექიმის ხელფასი, თვეში, საშუალოდ, 8 მორიგეობის შემთხვევაში, 2184 ლარი გახდება, რეფერალის ექიმის - 2536₾, პარამედიკოსის - 2184₾, მოტომედიკოსის - 2184₾, უმცროსი ექიმის - 1800₾,  ექთნის- 1664₾, მძღოლის - 1520₾, დისპეტჩერის - 1392₾, ჰოსპიტალიზაციის მენეჯერის - 1648₾, ცვლის უფროსის - 2560₾, ცვლის უფროსის მოადგილის -2128₾, ოპერატორის -1024₾ .

აღსანიშნავია, რომ სახელფასო ანაზღაურება, 2024 წლიდან, დამატებით 10 %-ით, ისევ გაიზრდება.

უკვე გაუმჯობესდა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევა.

2023 წელს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, მინდელის ქუჩაზე, ახლად გარემონტებულ შენობაში გადავიდა და მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში აგრძელებს.

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიაფთიაქებში არსებული მარაგების მართვის სისტემადევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი