ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ზურაბ აზარაშვილი:  „კლასიკური მაგალითია კარტელური გარიგების, როდესაც ერთიანად, მთელ ბაზარზე იზრდება მედიკამენტებზე ფასები და ჩვენი რეაგირების შემდეგ, ძალიან სწრაფად, ისევ მცირდება“
02 მარტი, 2023

ზურაბ აზარაშვილი: „კლასიკური მაგალითია კარტელური გარიგების, როდესაც ერთიანად, მთელ ბაზარზე იზრდება მედიკამენტებზე ფასები და ჩვენი რეაგირების შემდეგ, ძალიან სწრაფად, ისევ მცირდება“

„კლასიკური მაგალითია კარტელური გარიგების, როდესაც ვხედავთ, რომ ერთი-ორი დღის განმავლობაში, ერთიანად, მთელ ბაზარზე იზრდება მედიკამენტებზე ფასები და ჩვენი რეაგირების შემდეგ, ძალიან სწრაფად, ისევ მცირდება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილმა იმ სოციალურ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, რომელიც ფარმაცევტულ სექტორს ავალდებულებს მოქალაქეს არ შეუზღუდოს ხელმისაწვდომობა სასიცოცხლოდ აუცილებელ მედიკამენტებზე.
„კანონის გარდა არის სხვადასხვა ელემენტები - სოციალური პასუხისმგებლობა, ეთიკური მარკეტინგი. გულწრფელად გეტყვით, მოლოდინი გვქონდა, რომ ბიზნესის მხრიდან არ იქნებოდა მსგავსი ტიპის შეთანხმებები. სამწუხარო ფაქტი დაფიქსირდა, მაგრამ ჩვენი მხრიდანაც იყო მყისიერი რეაგირება. როგორც ნახეთ, რამდენიმე დღის განმავლობაში მკვეთრად გაძვირდა ფასები, რეაგირების შემდეგ კი ასევე მკვეთრად შემცირდა“, - განაცხადა ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ზურაბ აზარაშვილმა, აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტების თავიდან ასარიდებლად, სამინისტრო რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე მუშაობს.

„დიდი მადლობა მინდა ვუთხრა კონკურენციის სააგენტოს, რომელიც ჩვენგან შეტყობინების მიღების შემდეგ მყისიერად ჩაერთო, შეისწავლის ამ საკითხს და სამართლებრივ დასკვნას ის გამოიტანს. თუმცა მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად, ჩვენ, პარალელურად უკვე დავიწყეთ მუშაობა. წინა კვირაში, როდესაც მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, მაშინვე დავიწყეთ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შეტანა. აღნიშნული ორშაბათს განიხილა და დაამტკიცა პრემიერ-მინისტრმა. ეს იყო ცვლილება რომელიც ეხებოდა განსაკუთრებული, სახელმწიფო მნიშვნელობის მედიკამენტებს - ასეთში შეიძლება მოიაზრებოდეს გარკვეული ონკოლოგიური მედიკამენტები, ასევე ის მედიკამენტები რომლებიც ერთი წლის წინ, ჩვენ მნიშვნელოვნად გავაიაფეთ თურქეთიდან პარალელური იმპორტის დაშვებით. ამ მედიკამენტებზე, სრული დელეგირება აქვს უწყებათაშორის საბჭოს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიაფთიაქებში არსებული მარაგების მართვის სისტემადევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი