ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ზურაბ აზარაშვილი: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არსებობდეს ბავშვთა და მოზრდილთა ონკოლოგიური დაწესებულების სახელმწიფო ალტერნატივა
13 იანვარი, 2023

ზურაბ აზარაშვილი: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არსებობდეს ბავშვთა და მოზრდილთა ონკოლოგიური დაწესებულების სახელმწიფო ალტერნატივა

„აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არსებობდეს ბავშვთა და მოზრდილთა ონკოლოგიური დაწესებულების სახელმწიფო ალტერნატივა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
უწყების ხელმძღვანელმა ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით სამინისტროში მუშაობა დაწყებულია.
„დაახლოებით, 2 თვის წინ, როცა „იაშვილის კლინიკაში“, სამინისტროს მხრიდან, სხვადასხვა პრობლემები დაფიქსირდა, დავაყენეთ საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ არის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისთვის საჭირო სერვისის მიმწოდებელი სხვა დაწესებულება და რატომ არ შეიძლება იყოს ეს სახელმწიფო?! პრობლემები, რაც იყო დაფიქსირებული მშობლების მხრიდან, მკურნალობისა და ექიმებთან კომუნიკაციის ნაწილში, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აუცილებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არსებობდეს ბავშვთა და მოზრდილთა ონკოლოგიური დაწესებულების სახელმწიფო ალტერნატივა“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მინისტრმა „იხილოვის სამედიცინო ცენტრთან“ თანამშრომლობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უცხოელი კოლეგების გამოცდილება ქართულ მხარეს მნიშვნელოვნად დაეხმარება.
„უკვე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილებას და პრაქტიკას ეცნობოდა. ერთ-ერთი ყველაზე კარგი პრაქტიკა ისრაელს აქვს. გასული 2 დღის განმავლობაში, სამინისტროს მოწვევით შეხვედრები გაიმართა ისრაელის დელეგაციასთან, ადგილზე მოხდა იმ შესაძლებლობების შეფასება, თუ რა შესაძლებლობები გვაქვს ქვეყანაში ამ მიმართულებით, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე - აღჭურვილობის კუთხით. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, ასევე, განათლებისა და მედ პერსონალის საკითხი, რადგან ახალგაზრდა თაობისთვის, რომელიც ამ მიმართულებით აპირებს რეზიდენტურის გაგრძელებას, რეზიდენტული პროგრამები უნდა შეიქმნას ნულიდან. მანამდე კი, წარმატებული სტუდენტების გაგზავნა უცხოეთში სახელმწიფო დაფინანსებით მოხდება.
სწავლის დასრულების შემდგომ კი ისინი მუშაობას სახელმწიფო კლინიკაში განაგრძობენ“, - ამის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი