
ზურაბ აზარაშვილი საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს მივულოცავ საქართველოს, ჩვენს მოსახლეობას.
ძალიან მნიშვნელოვანია, დღევანდელი გამოწვევების ფონზე, მშვიდად, მშვიდობიანად, თანმიმდევრულად მივყვეთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას და იმ ნაბიჯებს რასაც მთავრობა დგამს ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.
მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუსურვო გამძლეობა, წინსვლა ჩვენს ქვეყანას და წარმატებები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.