ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
თამარ გაბუნია ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
25 მაისი, 2022

თამარ გაბუნია ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე, ,,ა’’ კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. კომიტეტი განიხილავს და ამტკიცებს, ასამბლეაზე წარდგენილ ანგარიშებსა და რეზოლუციებს. მის შემადგენლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყანა შედის.

 

მსოფლიო ჯანდაცვის  რიგით 75-ე ასამბლეა 22 მაისს გაიხსნა და მასზე სიტყვით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი გამოვიდა.

 

წლევანდელი ჯანდაცვის ასამბლეის თემაა „ჯანმრთელობა მშვიდობისთვის, მშვიდობა ჯანმრთელობისთვის“.  2022 წლის 28 მაისამდე დელეგატები, პარტნიორი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტები საზოგადოებრივი ჯანდაცვის გლობალური საკითხების მიმდინარე და სამომავლო პრიორიტეტებს განიხილავენ.

 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი