ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ზურაბ აზარაშვილი მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა
25 მაისი, 2022

ზურაბ აზარაშვილი მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის 75-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა. ზურაბ აზარაშვილმა, საქართველოში, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით, დაგეგმილ და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა არ იშურებს ძალისხმევას, რათა მოსახლეობა უზრუნველყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო სერვისებით. მისი განმარტებით, ის პოზიტიური რეფორმები, რომლებიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად მიმდინარეობს, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
ზურაბ აზარაშვილმა მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინას ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა.
ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, ოფიციალურ და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას, მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე იღებენ.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი