ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ზურაბ აზარაშვილი ჟენევაში, სომხეთისა და ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა
24 მაისი, 2022

ზურაბ აზარაშვილი ჟენევაში, სომხეთისა და ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ჟენევაში, სომხეთისა და ყაზახეთის ჯანდაცვის მინისტრებს შეხვდა.

სომეხ კოლეგასთან, ანაჰიტ ავანესიანთან ორმხრივ შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის, ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიან თანამშრომლობას. ისაუბრეს გადამდები და არაგადამდები დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის საკითხებზე. მხარეებმა ფარმაცევტული პროდუქტების ექსპორტ-იმპორტის, დისტრიბუციისა და რეალიზაციის სფეროში ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. საუბარი შეეხო, ორ ქვეყანას შორის, სამედიცინო ტურიზმის განვითარების საკითხებსაც.

ჯანდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები იქნა განხილული ყაზახ კოლეგასთან შეხვედრაზეც. გინიატ აჟარი საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველო-ყაზახეთს შორის პარტნიორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებიც განიხილეს.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ჟენევაში, მსოფლიო ჯანდაცვის 75-ე ასამბლეაში იღებს მონაწილეობას. მინისტრთან ერთად იმყოფება პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჟენევაში გაერო-ს განყოფილებასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი