ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ზურაბ აზარაშვილი თურქ კოლეგას შეხვდა
09 მარტი, 2022

ზურაბ აზარაშვილი თურქ კოლეგას შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი  თურქეთში,  ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თურქ კოლეგას, ფაჰრეთთინ ქოჯას შეხვდა. ორმხრივ შეხვედრაზე ყურადღება თურქეთსა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე გამახვილდა. მხარეებმა ჯანდაცვის სფეროში არსებული ერთობლივი პროექტები განიხილეს და  თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე მთავარი აქცენტი თურქეთიდან საქართველოში მაღალი ხარისხის მედიკამენტების იმპორტზე გაკეთდა. მხარეები სამედიცინო სერვისისა და ფარმაცევტული მიმართულებით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. დაიგეგმა თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ვიზიტი საქართველოში.

 

ზურაბ აზარაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში გრძელდება. მინისტრი წამყვან თურქულ საწარმოებს  დაათვალიერებს და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნობა. ასევე ფარმაცევტული საწარმოების ასოციაციისგან თურქული ფარმაცევტული ინდუსტრიის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებს.

 

ჯანდაცვის მინისტრთან ერთად თურქეთში, ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან: სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელი ნანა შაშიაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს რეფერალის საორგანიზაციო სამმართველოს უფროსი ხათუნა ჩაჩავა და შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი ზურაბ დვალი.

ფასების სახელმწიფო რეგულირებას დაქვემდებარებული მედიკამენტების ჩამონათვალი და მაქსიმალური ზღვრული ფასიაფთიაქებში არსებული მარაგების მართვის სისტემადევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი