ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ზურაბ აზარაშვილი ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს ესტუმრა
13 იანვარი, 2022

ზურაბ აზარაშვილი ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს ესტუმრა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა. მინისტრმა ცენტრის გენერალურ დირექტორთან ამირან გამყრელიძესთან შეხვედრა გამართა და კოვიდის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელებასთან დაკავშირებით პროგნოზები პირადად მოისმინა. ზურაბ აზარაშვილმა რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრიც დაათვალიერა და თანამშრომლებთან მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ჯანდაცვის მინისტრმა მათ მხარდაჭერა აღუთქვა და განაცხადა, რომ პანდემიის მართვის პროცესში დაავადებათა კონტროლის ცენტრის როლი უმნიშვნელოვანესია.

„პანდემიის მართვის პროცესში დაავადებათა კონტროლის ცენტრის როლი უმნიშვნელოვანესია, ასევე მნიშვნელოვანია მათი როლი სხვადასხვა დაავადებების პრევენციის და მართვის კუთხით. თანამშრომლებთან ერთად განვიხილეთ სამომავლო გეგმები, თუ რა ნაწილში შეიძლება იყოს უფრო გააქტიურებული სამინისტროს ჩართულობა. ჩემი მხრიდან მათ ყველანაირი მხარდაჭერა ექნებათ“ , - აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრთან ერთად დაავადებათა კონტროლის ცენტრში, პირველი მოადგილე თამარ გაბუნიაც იმყოფებოდა.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი