ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ილია ღუდუშაური დევნილებს შეხვდა
12 იანვარი, 2022

ილია ღუდუშაური დევნილებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, ნაძალადევის რაიონში მდებარე ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“  მცხოვრებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა.

 

მინისტრის მოადგილე  აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის პრობლემებს პირადად  გაეცნო და მათი მოგვარების გზებზე ესაუბრა.

 

ილია ღუდუშაურის განმარტებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების უსაფრთხოება, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და  მათი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა სახელმწიფოს პრიორიტეტია.

 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილები  ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს მიიღებენ, მანამდე კი სამინისტროს წარმომადგენლებმა დევნილ ოჯახებს დროებით ქირით გადასვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

 

გარდა ამისა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იძულებით  გადაადგილებულ პირებთან  პერიოდულად შეხვედრები გაიმართება, სადაც დევნილი ოჯახები სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს პირადად გაეცნობიან.

 

შეხვედრას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი