ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ზურაბ აზარაშვილმა სოფელ მუხრანში სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა
06 იანვარი, 2022

ზურაბ აზარაშვილმა სოფელ მუხრანში სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა და მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ მცხეთაში, სოფელ მუხრანში სოციალურად დაუცველი ივანე არჩვაძის ოჯახი მოინახულეს, მათ საცხოვრებელ პირობებს და საჭიროებებს გაეცნენ.
ოჯახი 7 წევრისგან შედგება, მათ შორის 5 არასრულწლოვანია. ზურაბ აზარაშვილმა ბავშვებს შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის ღისეული საარსებო პირობების შექმნა სამინისტროს პრიორიტეტია.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2021 წლის ივლისიდან გაორმაგდა ბავშვის ბენეფიტი და 50 ლარის ნაცვლად 100 ლარი შეადგინა.
უწყება საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აქტიურად მუშაობს სოციალური კოდექსის შექმნისთვის. რეფორმა მიზნად ისახავს სოციალური დაცვის სისტემის სრულყოფილი და ინტეგრირებული მიდგომის დანერგვას, რომელიც მოიცავს მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებას სოციალური, ჯანმრთელობისა და დაზღვევის სექტორებისთვის.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი