ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
შეხვედრა უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრთან
03 დეკემბერი, 2021

შეხვედრა უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრთან

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრს მიკლოშ კაშლერს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე პროექტებსა და ჯანდაცვის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
განიხილეს ონკოლოგიისა და ტრანსპლნტაციის მიმართულებით არსებული პროგრამები და საჭიროებები.
საუბარი შეეხო სამედიცინო განათლების მიმართულებასაც - ტრენინგების, გაცვლითი პროგრამებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას.
ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობასა და შესაძლებლობებს, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის და ამ კუთხით ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეიქმნება ონკოლოგიის ცენტრი, რომელიც დაკომპლექტებული იქნება კვალიფიციური პროფესიონალებით, ცენტრში სამედიცინო კვლევების გარდა შესაძლებელი იქნება პაციენტთა მკურნალობაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მოქალაქეებისთვის, ისე ქართველი და უცხოელი სტუდენტების განათლებისთვის. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი შეიძლება ითქვას არის სავიზიტო ბარათი და ჩვენი მიზანია ის გახდეს საერთაშორისო კვლევისა და განათლების ცენტრი რეგიონში.“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
შეხვედრაზე მხარეებმა ონკოლოგიის მიმართულებით საერთაშორისო პარტნიორობაში ჩართვის შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზეც ისაუბრეს.
მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია კიბოს კონტროლის ეროვნული პროგრამის გაძლიერებაც.
„მინისტრი თავად გახლავთ ონკოლოგიის დარგის ექსპერტი და მისთვის კარგად არის ცნობილი მსოფლიოში ამ მიმართულებით განვითარების შესაძლებლობები, ძალიან მნიშვნელოვანია კიბოს კონტროლის ეროვნული პროგრამის გაძლიერება და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება.“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრმა მიკლოშ კაშლერმაც.
„ვისაუბრეთ ბევრ საერთო, საინტერესო საკითხზე, არსებული თანამშრომლობის გაღრმავება და პრაქტიკის გაზირება ძალიან მნიშვნელოვანია,რისთვისაც მზადყოფნას გამოვთქვამთ“
- განაცხადა უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრმა.
შეხვედრას ჯანდაცვის სამინისტროს და უნგრეთის დელეგაციის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი