ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის დელეგაციას შეხვდა
19 ნოემბერი, 2021

ეკატერინე ტიკარაძე გერმანიის დელეგაციას შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე GM Projektmanagement GmbH-ის ხელმძღვანელს კონრად გოდემაიერს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოში ციფრული ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების განვითარებაზე ისაუბრეს.

განიხილეს ტელემედიცინის კიდევ უფრო განვითარება, რომლის მიზანიც მინიმალურ დროში სწორი დიაგნოზის დასმაა.

ტელემედიცინა ექიმსა და პაციენტს შორის არსებულ დისტანციას ეტაპობრივად ამცირებს და შესაბამისი სამედიცინო სერვისის მიღებას გაცილებით უფრო მარტივს ხდის.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეს განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვისაა მნიშვნელოვანი, ვინაიდან ტელემედიცინა მათ საშუალებას აძლევთ დაზოგონ ფინანსები და ამავდროულად მუდმივი წვდომა გააჩნდეთ მაღალი ხარისხის სამედიცნო მომსახურებაზე.

გერმანიის დელეგაციასთან ერთად, შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, გიორგი წოწკოლაური და ჯანდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თინათინ ხარძიანი ესწრებოდნენ.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი