ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ეკატერინე ტიკარაძე, სამეგრელოს რეგიონში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა
26 ოქტომბერი, 2021

ეკატერინე ტიკარაძე, სამეგრელოს რეგიონში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სამედიცინო საზოგადოებას შეხვდა.
 
მხარეებმა შემთხვევების მართვის პრაქტიკასა და სამედიცინო სექტორის მზაობაზე იმსჯელეს. განიხილეს ეპიდემიოლოგიური ტენდენციები, ინფიცირების შემთხვევების დინამიკა და ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ მდგომარეობა.
 
მინისტრის განცხადებით, არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებას.
 
„კოლეგებთან ერთად რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიმყოფებოდი. სამედიცინო დაწესებულებას ძალიან კარგი ინფრასტრუქტურა და სამომავლო პერსპექტივები აქვს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ერთობლივი ჩართულობა. რუხის კლინიკა უნდა იყოს მრავალმხრივ მულტიპროფილური , რომელიც რეგიონის მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული“,-ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
 
მინისტრთან ერთად, შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში გიორგი გეგუჩია და საზოგადოებისთვის ცნობილი ექიმები ესწრებოდნენ.
 
 
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი