ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
თამარ გაბუნიამ, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, ჯანდაცვის სერვისებით საყოველთაო მოცვის საკითხებზე ისაუბრა
05 ოქტომბერი, 2021

თამარ გაბუნიამ, გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში, ჯანდაცვის სერვისებით საყოველთაო მოცვის საკითხებზე ისაუბრა

გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია თანათავმჯდომარის სტატუსით წარსდგა და ჯანდაცვის სერვისებით საყოველთაო მოცვის საკითხებზე ისაუბრა.

 

„ჩემთვის პატივია მოგმართოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელით   ჯანდაცვის სერვისებით საყოველთაო მოცვის საკითხისადმი მიძღვნილ სესიაზე.  2030 წელი სწრაფი ტემპით გვიახლოვდება, შესაბამისად მნიშვნელოვანია მიღწეული შედეგების ანალიზი და მსჯელობა იმის შესახებ თუ როგორ დავაჩქაროთ ჯანდაცვის სერვისებით  საყოველთაო მოცვისათვის დასახული მიზნების მიღწევა.

 

მოგეხსენებათ, 2030 წლისთვის, მრავალმა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაისახა ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, ხარისხიან სერვისებზე, უსაფრთხო და ეფექტურ მედიკამენტებსა და ვაქცინებზე არათანაბარი წვდომის აღმოფხვრის ამბიციური მიზნები.  კოვიდ პანდემიამ ჯანდაცვის სისტემა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა.  ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩვენ გვიწევდა სწრაფად გავრცელებადი ინფექციური დაავადების პრევენცია, მის მიერ მიყენებულ მნიშვნელოვან ზიანზე რეაგირება და ამავდროულად ჯანდაცვის სხვა, ფუნდამენტური სერვისების შენარჩუნება. პანდემიამ კიდევ ერთხელ ცხადყო თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემების სიმძლავრის უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურული განვითარება და ჯანმრთელობის უსაფრთხოების პროგრამების გაძლიერება.

 

ყველა გამოწვევის მოუხედავად, კოვიდ პანდემიამ წარმოქმნა, 2030 წლისთვის, მდგრადი განვითარების გეგმების შესრულებისკენ მიმართული პოლიტიკის პოზიტიური ცვლილებების ახალი შესაძლებლობები. საქართველომ გამოიყენა ეს შესაძლებლობა და პირველადი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაძლიერებით, სახელმწიფო კლინიკების მოდერნიზირებით, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიმწოდებლების და ოჯახის ექიმების შესაძლებლობების ზრდის, ტელემედიცინის და სხვა ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის გზით ქვეყანამ მიაღწია მყისიერ პროგრესს ჯანდაცვის სერვისებზე წვდომის გაუმჯობესებისთვის.

 

კოვიდ კრიზისის დროს ჩამოყალიბებულმა მძლავრმა მულტისექტორულმა კოორდინაციამ შეასრულა პლატფორმის როლი ჯანდაცვის სერვისებით საყოველთაო მოცვის დახვეწის, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების, თემზე დაფუძნებული ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარების, გადამდები და არაგადამდები დაავადებების, ეპიდზედამხედველობის პროგრამების გაუმჯობესების  მიმართულებით დამატებითი რესურსების მობილიზებისთვის.

 

სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორს, სამოქალაქო საზოგადოების, დონორების და ბილატერალურ პარტნიორებს შორის კარგი კოორდინაცია ჩვენი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის წარმატების ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია. დღევანდელ დღეს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია რეგიონული ან ქვეყნებს შორის პლატფორმების ჩამოყალიბება, გამოცდილების და წარმატების ფაქტების გაზიარების მიზნით.

 

საქართველო ერთგული რჩება ჯანდაცვის სერვისებით საყოველთაო მოცვის გლობალური მოძრაობის მიმართ და ჩვენ მოხარული ვიქნებით გავაგრძელოთ თანამშრომლობა ყველა პარტნიორთან,  როგორც ქვეყნის, ასევე გლობალურ დონეზე სრულად თანაბარი და მძლავრი ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბების მიზნით“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში თამარ გაბუნიამ.

 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი