ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
გერმანული სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის „Deutsches Diagnosticum“ პრეზენტაცია
01 ოქტომბერი, 2021

გერმანული სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის „Deutsches Diagnosticum“ პრეზენტაცია

გერმანული სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის „Deutsches Diagnosticum“ პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო შერატონში.  ცენტრი, ადგილობრივ პაციენტებს სისტემურ, მაღალკვალიფიციურ, გერმანულ სამედიცინო გამოცდილებას სთავაზობს.

 

ცენტრის დახმარებით, ციფრული ჯანდაცვის სერვისების საშუალებით, პაციენტები შეძლებენ დისტანციური კონსულტაცია გაიარონ გერმანელ სპეციალისტებთან და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ალტერნატიული მოსაზრება მოისმინონ. შესაძლებელი იქნება, ლაბორატორიული გამოკვლევებისა და რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკის, მაღალი ხარისხის დასკვნების მიღება. გერმანული სადიაგნოსტიკო ცენტრის ექიმის ჩართულობით და პაციენტის პირადი ექიმის თანხლებით, შესაძლებელია გერმანელი ექიმების კონსილიუმთან შეხვედრა. ასევე, ტელემედიცინის საშუალებით, იმ სერვისების მიღება, რომელიც გერმანულ მაღალკვალიფიციურ  სამედიცინო სტანდარტს შეესაბამება.

 

სამედიცინო სადიაგნოსტიკო ცენტრის პრეზენტაციას ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ესწრებოდა. მინისტრმა ინიციატივა დადებითად შეაფასა და იმ ბენეფიტებს გაუსვა ხაზი, რასაც აღნიშნული პროექტი საქართველოს მოსახლეობას მოუტანს. „ეს არის ნამდვილად სასიკეთო პროექტი, რომელიც საქართველოს მედიცინას და ექიმებს აიყვანს გერმანულ ხარისხზე და ჩვენი პაციენტები შეძლებენ, საზღვარგარეთ გამგზავრების გარეშე მიიღონ მაღალკვალიფიციური დიაგნოსტიკა.“

 

„Deutsches Diagnosticum“ მუშაობა, განსაკუთრებით პანდემიის პირობებში, ძალიან დადებითად აისახება სამედიცინო სერვისების მიღების მსურველებზე, რადგან პაციენტები შეძლებენ თავი აარიდონ კოვიდ რეგულაციებს. აღნიშნული ცენტრის ფუნქციონირება, ასევე  ზოგავს პაციენტთა მგზავრობის, ცხოვრების, კვების, გადაადგილებისა და სხვა შესაძლო ხარჯებს, დროსა და ფინანსებს.

 

ცენტრი, ქართველი და გერმანელი ექიმების ერთობლივი ძალისხმევით, ჯერ თბილისში გაიხსნება, ეტაპობრივად კი მისი სერვისების მიღება მთელი ქვეყნის მასშტაბით  გახდება ხელმისაწვდომი.

 

„Deutsches Diagnosticum“-ს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი გრიგოლია, გერმანელ კოლეგებთან, წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკების პროფესორებთან ერთად უხელმძღვანელებს.

 

„ეს არის დიაგნოსტიკური ცენტრი, რომელიც შეძლებს მოსახლეობას გაუწიოს ტელემედიცინის, ტელერადიოლოგიის და სრული ლაბორატორიული კვლევების მეშვეობით დახმარება და ადგილზე, საქართველოდან გაუსვლელად შესთავაზოს გერმანული დიაგნოსტიკა, რომლის გამოც უწევდათ უცხოეთში გამგზავრება. ჩვენი სურვილია, მთლიანად ეს ჩვენი გერმანული გამოცდილება შევთავაზოთ ქართველ კოლეგებს და ეს იქნება მათთან ერთად ჩართულობით და რა თქმა უნდა, გერმანელ კოლეგებთან ერთად “, -განმარტა გრიგოლიამ.

 

პრეზენტაციის ფარგლებში გერმანელმა ექიმებმა კონფერენციაც გამართეს, რომლის მთავარი თემა, თანამედროვე მედიცინაში, სწორედ ტელემედიცინა და ტელერადიოლოგია, ასევე  გერმანულ-ქართული თანამშრომლობის მომავალი იყო.

 

სამედიცინო დახმარების ცენტრი “Deutsches Diagnosticum"  ფუნქციონირებას ოქტომბრის ბოლოდან დაიწყებს და ის სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ქუდის ქვეშ  იმუშავებს.

 

 

 

 

 

 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი