ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ბესარიონ სიმონიშვილი ბათუმში დევნილ ოჯახებს შეხვდა
26 სექტემბერი, 2021

ბესარიონ სიმონიშვილი ბათუმში დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა  ბესარიონ სიმონიშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა  მოადგილემ რამაზ ჯინჭარაძემ ბათუმში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრა გამართეს.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 27 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„ბათუმში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების გაკეთება  აჭარასა და გურიაში, 2021 წლის 1 სექტემბრამდე, რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. შემოსული დოკუმენტაცია შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო ზუსტად განვსაზღვროთ,  ბინების რაოდენობა, რომელსაც  ბათუმში დევნილი ოჯახებისთვის შევისყიდით“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს განაცხადის გაკეთება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში და ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი