ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ბექა ფერაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი პლატფორმა გააცნო
24 სექტემბერი, 2021

ბექა ფერაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი პლატფორმა გააცნო

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ბექა ფერაძემ სექტორის წარმომადგენლებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი პლატფორმა გააცნო და მათგან კოვიდ საშვის დანერგვის პროცესთან დაკავშირებული რეკომენდაციები მოისმინა.

უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სხვადსხვა სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრები ეტაპობრივად ხდება, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს Covid-საშვის ბენეფიტების და მუშაობის სპეციფიკის შესახებ მიეწოდებათ ინფორმაცია.

„დღევანდელი შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა, სექტორის მხრიდან არის სურვილი, რომ ეს აპლიკაცია იყოს დანერგილი, განისაზღვროს მწვანე ზონები, რომელიც ერთის მხრივ მათ მიცემთ შესაძლებლობას, ნებისმიერი ეპიდემიოლოგიური გართულების დროს ეკონომიკური აქტივობა შეინარჩუნონ, მეორეს მხრივ კი უზრუნველყოფენ მომხმარებელთა უსაფრთხოებას“, - აღნიშნა ბექა ფერაძემ.

შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელმა ისიც არ გამორიცხა, რომ აღნიშნული აპლიკაციის დანერგვამ შესაძლოა ბიზნესს და კონკრეტულად რესტორნებს სამუშაო საათების გახანგრძლივების შესაძლებლობაც მისცეს. „დღეს თუ არსებობს დათქმა, რომ საღამოს 10 საათის შემდეგ რესტორანი ვერ მუშაობს, ასევე სასტუმროების რესტორნებიც, ამ აპლიკაციის დანერგვის შემთხვევაში მათ შესაძლოა მიეცეთ საშუალობა და ეს არის მათი მოთხოვნა, რომ თუ ამის დანერგვა მოხდება, შეძლონ მუდმივად ოპერირება, რაც მათთვის ეკონომიკურად საინტერესოა. ჩვენ ბიზნესთან შეგროვებულ ინფორმაციას წარვუდგენთ საკოორდინაციო საბჭოს და შემდეგ გადაწყვეტილებებზე უკვე საბჭო იმსჯელებს“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელიც ესწრებოდა. მედეა ჯანიაშვილმა ინიციატივა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ პლატფორმა ტურიზმის სექტორის მიერ გაწეულ მომსახურებას ბევრად უსაფრთხოს გახდის და საბოლოოდ ბიზნესი შეძლებს პანდემიის მიუხედავად შეუფერხებლად იმუშაოს.

აპლიკაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნა. ვებ-გვერდის Covidpass.moh.gov.ge-ს საშუალებით ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მათ ტერიტორიაზე დაშვების მსურველი ვიზიტორების კოვიდ სტატუსის შემოწმების შესაძლებლობა ექნებათ. სიახლით ბიზნესი შეძლებს საკუთარი მომხმარებლებისთვის ე.წ. მწვანე ზონების ანუ უსაფრთხო გარემო შექმნას.

ბიზნესოპერატორების მხრიდან Covid-საშვის აპლიკაციის გამოყენება სარეკომენდაციო ხასიათისაა.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი