ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები დამატებით 6 ლოკაციაზე  განთავსდა
02 სექტემბერი, 2021

ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები დამატებით 6 ლოკაციაზე განთავსდა

დღეიდან, აცრის მსურველებს   სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის მიღება,  თბილისში დამატებით 6  სამგზავრო ავტობუსში შეეძლებათ.

ვარკეთილის, გლდანის და სადგურის მოედნის  გარდა, მოქალაქეები  ვაქცინაციას შემდეგ ლოკაციებზე შეძლებენ:

საბურთალო - სითი მოლი (ვაჟა–ფშაველას გამზირი #70, ღია ავტოსადგომის ტერიტორია „სითი გარდენის“ მიმდებარედ)

გლდანი - სითი მოლი  – (ი. ვეკუას #1 , ღია ავტოსადგომის ტერიტორია, მუხიანის მხარეს)

სამგორი - ისთ  ფოინთი  - (ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა , ზედა ავტოსადგომი)

სამგორი - (ორხევი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორია)

ავჭალა - (ლიბანის ქ. 23, პოლიციასთან)

მუხიანი - (ნ. დუმბაძის გამზირი, პოლიციასთან, კორპუსი N5)

თბილისის  გარდა,   ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები  მოეწყო ქ. რუსთავშიც.

ჭყონდიდელის  დასახლება (რჩეულიშვილის N9-სუპერმარკეტი  მადაგონის წინ).

მე-12 მკ/რნ, N24 - 23ე  საშუალო  სკოლის წინ.

მე-19 მკ/რნ,  აღმაშენებლის გამზირი N89, სუპერმარკეტი მადაგონის

წინ.

ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები  ყოველდღე  10:00-დან  – 20:00-მდე იმუშავებენ:

ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ და აცრის ჩატარებას სასურველი ვაქცინით შეძლებენ. სამგზავრო ავტობუსებში რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.

ახალი პროექტი "ავიცრათ ერთმანეთისთვის” ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო კამპანიის  ფარგლებში დაიწყო და ეტაპობრივად ყველა რეგიონში განხორციელდება.

 

 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი