ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
31 აგვისტო, 2021

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

მოწყვლადი მოსახლეობის დახმარებისა და უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრის ხელშეწყობის მიზნით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) ხელს შეუწყობს როგორც სააგენტოს ორგანიზაციულ გაძლიერებას, ისე მოწყვლადი ოჯახების სოციალური მომსახურების ხარისხისა და ეფექტიანობის გაზრდას.

მემორანდუმის ფარგლებში, სოციალური მომსახურეობის სააგენტო ასევე შეიმუშავებს ახალ გადაწყვეტილებებს მოწყვლადი მოსახლეობის მომსახურებაში, მათ შორის, ისეთ კრიტიკულ სფეროში, როგორიც დასაქმებაა.

ამ მიზნით, 2021 წელს, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ბენეფიციარების კვლევა ჩატარდება , რომლის შედეგების საფუძველზეც შემუშავდება და განხორციელდება სხვადასხვა ღონისძიებები დასაქმებისა და სხვა სერვისების ეფექტიანობის გაზრდისთვის. განსაკუთრებული ყურადღება სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას დაეთმობა.

„გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ფუნქციური საქმიანობის შეფასებაში დაეხმარება და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ბენეფიციარების კვლევას ჩაატარებს. ეს მემორანდუმი თითოეული ბენეფიციარისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“,- ამის შესახებ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან გოგოძემ განაცხადა.

გარდა ამისა, სოციალური სერვისების სააგენტოს ინსტიტუციური და სტრატეგიული გაძლიერების მიზნით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ამჟამად სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ორგანიზაციული შეფასება მიმდინარეობს , რაც საფუძველს დაუდებს სოციალური მომსახურეობის სააგენტოს თანამშრომელთა პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებას.

„სოციალური მომსახურების გაწევა სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა, რომელიც მოწყვლადი მოსახლეობის დახმარებას და სიღარიბიდან ამოსვლას ემსახურება. სოციალური მომსახურეობის სააგენტოს მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მან საკუთარი მოვალეობების შესრულება სათანადოდ შეძლოს“,- განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ანნა ჩერნიშოვამ.

გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლობა შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით ხორციელდება.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი