ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ვაქცინაციის საბჭო
30 აგვისტო, 2021

ვაქცინაციის საბჭო

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ეკატერინე ტიკარაძის ხელმძღვანელობით ვაქცინაციის საბჭო გაიმართა.

მხარეებმა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ვაქცინაციის პროცესში არსებულ საჭიროებებზე, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. განიხილეს ბავშვთა იმუნიზაციის პროცესი, ქვეყანაში ვაქცინების დამატებითი დოზების შემოსვლის საკითხი და ის წამახალისებელი ღონისძიებები, რომლებიც ვაქცინაციის ხელშეწყობისთვისაა მნიშვნელოვანი.

თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში 16-დან 18 წლამდე მოზარდების ჩართვა საკმაოდ აქტიურია. რაც შეეხება 12 წლის ზემოთ ბავშვთა იმუნიზაციის საკითხს, მინისტრის პირველი მოადგილის განმარტებით , ამასთან დაკავშირებით ქვეყანა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს ელოდება.

შეხვედრაზე მხარეებმა ვაქცინაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ქვეყანაში ვაქცინის ორ მილიონზე მეტი თავისუფალი დოზაა.

რაც შეეხება აცრებს, მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აგვისტოს ბოლოსთვის ქვეყანაში მილიონ 200 000-მდე აცრა იქნება ჩატარებული . აქედან 800 000-მდე ადამიანი იქნება ერთხელ ვაქცინირებული და 400 000-ს მიაღწევს ორჯერ ვაქცინირებულთა რაოდენობა.

იმუნიზაციის პროცესის გააქტიურების პარალელურად, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის კვლავ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებებად რჩება პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავის არიდება.

ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებში.

გარდა ამისა, მოქალაქეები სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ლოკაციაზე, სპეციალურად მოწყობილ ვაქცინაციის მოძრავ პუნქტებშიც იცრებიან.

გააქტიურებულია 15 22-ის და 144 - 3-ის ცხელი ხაზიც, სადაც მოქალაქეებს რეგისტრაციასთან დაკავშირებული შეკითხვების და პრობლემების შემთხვევაში დარეკვის შესაძლებლობა აქვთ.

30 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში 1 164 402 აცრა ჩატარდა.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა! ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი