ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
შეხვედრა კახეთის რეგიონის პედაგოგებსა და ტურიზმის სექტორთან
23 აგვისტო, 2021

შეხვედრა კახეთის რეგიონის პედაგოგებსა და ტურიზმის სექტორთან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კახეთის რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულების იმუნიზაციის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი და პედაგოგებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა. მინისტრის განმარტებით, სკოლის პერსონალის 80% უნდა იყოს ვაქცინირებული იმისთვის, რომ სკოლა უსაფრთხო სივრცედ იქცეს და ჯანდაცვის უწყებამ სასწავლო პროცესის საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღდგენის რეკომენდაცია გასცეს. საქართველოს მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს მასწავლებელთა ვაქცინაციის პროცესი. ამ ეტაპზე აცრილია პედაგოგთა თითქმის 40–%.
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ გამკაცრებულ მონიტორინგზე გააკეთა აქცენტი და აღნიშნა, რომ კონტროლის მიუხედავად, დარღვევის ფაქტები კვლავ ფიქსირდება რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, ინსპექციამ 20-მდე ობიექტი დალუქა, 35-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი კი, დააჯარიმა.
კიდევ ერთი საკითხი, რაც ბექა ფერაძემ გამოჰყო ტურიზმის სექტორისთვის - განთავსებისა და კვების ობიექტებისთვის დასაქმებულების ორკვირიანი პერიოდულობით ტესტირების ვალდებულებას ეხება. მისი განცხადებით, ინიციატივას საკოორდინაციო საბჭოზე წარადგენს. შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ წარმართვისთვის, რეგიონში ოპერირებადი განთავსებისა და კვების ობიექტების მენეჯმენტს „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებული რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდა. მან უსაფრთხო მასპინძლობისთვის იმუნიზაციის საჭიროებაზე გააკეთა აქცენტი და რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები სექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნო.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში გაგრძელდა. მიმართვის შემდეგ, მომხსენებლებმა აუდიტორიის მხრიდან დასმულ კითხვებს უპასუხეს.
რეგიონებში შეხვედრები Covid-19 წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის მხარდაჭერით იმართება და Covid-19"-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნის უზრუნველყოფას ემსახურება.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი