ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
შეხვედრა კახეთის რეგიონის კლინიკების მენეჯერებსა და ექიმებთან
23 აგვისტო, 2021

შეხვედრა კახეთის რეგიონის კლინიკების მენეჯერებსა და ექიმებთან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კახეთის რეგიონის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯმენტსა და ოჯახის ექიმებს შეხვდა.
შეხვედრაზე, ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების კლინიკური მართვის საკითხზე პასუხისმგებელ პირებთან მოქმედი პროტოკოლი განიხილა.
ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამედიცინო სექტორთან შეხვედრაზე ძირითად განსახილველ თემას ინფიცირების მოსალოდნელი აღმავალი ტალღის ფონზე ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნა წარმოადგენდა. კერძოდ, მიმდინარეობს მუშაობა რეგიონების მასშტაბით საველე ჰოსპიტლების მოწყობაზე. თბილისში მსგავსი სივრცე უკვე ორ ლოკაციაზეა მოწყობილი.
ეკატერინე ტიკარაძე დღეს, თელავში მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასაც გაეცნო. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, მობილურ ამბულატორიებში არის შესაძლებელი.
მან მობილური ამბულატორია, სადაც მოქალაქეების ვაქცინაცია მიმდინარეობდა, „კოვიდ-19“-ის მართვაში ჩართული კლინიკების მენეჯერებსა და ოჯახის ექიმებთან შეხვედრამდე მოინახულა.
მინისტრის თქმით, მთავარი პირობა, რაც მრავალფეროვან ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას ეხება, მობილურ ამბულატორიებშიც დაცულია.
კახეთის რეგიონი აქტივობისთვის ვაქცინაციის დაბალი პროცენტულობის მაჩვენებელისა და ტურისტების მაღალი ნაკადის გამო შეირჩა.
"მოდი ავიცრათ ერთმანეთისთვის” საინფორმაციო შეხვედრები ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში შედგა და ყველა რეგიონს მოიცავს.
შეხვედრები Covid-19 წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის მხარდაჭერით იმართება და Covid-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას და პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნის უზრუნველყოფას ემსახურება.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი