ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, კოდის დევნილთა დასახლებაში მოძრავი ამბულატორია განთავსდა
22 აგვისტო, 2021

ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, კოდის დევნილთა დასახლებაში მოძრავი ამბულატორია განთავსდა

იძულებით გადაადგილებული პირების იმუნიზაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, კოდის დევნილთა დასახლებაში მოძრავი ამბულატორია განთავსდა.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ აცრა, ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაეტარებინათ.

 „ვაქცინის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობისთვის კოდის დევნილთა დასახლებაში მობილური ამბულატორია ჩამოვიყვანეთ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დევნილებს აქტიურობისთვის და კიდევ ერთხელ მოვუწოდო გაიკეთონ აცრა, დაიცვან და გაუფრთხილდნენ საკუთარ და გარშემომყოფების ჯანმრთელობას. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, ვაქცინაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

კოდის დევნილთა დასახლებაში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან ერთად გაეცნო. 

COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, მობილური  ამბულატორიები დევნილთა დასახლებებში მომავალშიც განთავსდება.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი