ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ეკატერინე ტიკარაძე სეუ-ს მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში იმყოფებოდა
18 აგვისტო, 2021

ეკატერინე ტიკარაძე სეუ-ს მასობრივი იმუნიზაციის ცენტრში იმყოფებოდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ბაზაზე მოწყობილ მასობრივი იმუნიზაციის ცენტრს ესტუმრა და ვაქცინაციის პროცესს პირადად გაეცნო. ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პანდემიის პირობებში, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი და პროცესის წარმატებით განხორციელებაში გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა გამოჰყო.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ადგილზე არამხოლოდ უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების, არამედ მოსახლეობის იმუნიზაციაა შესაძლებელი. საუნივერსიტეტო სივრცეში 3 სარეგისტრაციო წერტილია გამოყოფილი. 6 ამცრელი ბრიგადით მასობრივი ვაქცინაციის ცენტრის გამტარობა დღიურად 600-დან 700 ადამიანამდე შეადგენს. საჭიროების შემთხვევაში, არსებობს გაფართოების შესაძლებლობაც.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა მასობრივი ვაქცინაციის სივრცის დათვალიერების შემდეგ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იმუნიზაციის პროცესში ჩართულობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ეკატერინე ტიკარაძემ სეუ-ს მენეჯმენტს მადლობა გადაუხადა ერთწლიანი აქტიური თანამშრომლობისთვის.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი