ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ჯანდაცვის მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა
18 აგვისტო, 2021

ჯანდაცვის მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა.

განხილვის ძირითადი თემა ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაცია და ვაქცინაციის მიმდინარეობა იყო. იაპონიის ელჩმა იმუნიზაციის პროცესის ხელშეწყობაში დიპლომატიური კორპუსის ჩართულობაზე მზადყოფნა გამოთქვა და მინისტრს ინიციატივით მიმართა, რაც საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, რეგიონებში, მოსახლეობასთან შეხვედრებში ელჩების მონაწილეობას გულისხმობს. ორმხრივ შეხვედრაზე აქცენტი სამინისტროს 10 წლიანი გეგმის ფარგლებში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით ერთობლივი თანამშრომლობის საკითხებზე გაკეთდა. ამ მიზნით, უახლოეს პერიოდში გაფართოებული შეხვედრა შედგება. იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) წარმომადგენლობასთან ერთად, საგრანტო დახმარების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილება.

შეხვედრას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია ესწრებოდნენ.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი