ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება
25 აპრილი, 2021

დევნილი ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სახლები აშენდება

დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია იმ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ რომელთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახლები აშენდება.

პროექტი გერმანიისა და საქართველოს მთავრობების ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად გამოყოფილი გრანტის ფარგლებში ხორციელდება და   იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის, ჯამში, 200-ზე მეტი  სახლის აშენებას ითვალისწინებს.

განაცხადების მიღების წინა ეტაპებზე, კომისიამ, კრიტერიუმების შესაბამისად, 40 ოჯახი უკვე შეარჩია. პროექტი მთელ საქართველოს მოიცავს და მასში მონაწილეობის მსურველ დევნილ ოჯახებს განაცხადის შევსება 31 მაისის ჩათვლით შეუძლიათ.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის  დაფინანსებულ პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო ახორციელებს.

 

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციადევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი