ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ეკატერინე ტიკარაძის მოსმენა პარლამენტში
21 თებერვალი, 2021

ეკატერინე ტიკარაძის მოსმენა პარლამენტში

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატს ეკატერინე ტიკარაძეს პარლამენტში მოუსმინეს. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროს მიერ განხორციელებულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მინისტრობის კანდიდატმა თავის გამოსვლაში ყურადღება კოვიდ 19-ის მართვის სტრატეგიაზე გაამახვილა და პანდემიის პირობებში უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე დეტალურად ისაუბრა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტროს აქტიური ძალისხმევის შედეგად, ეპიდემიოლოგიური სურათი გაუმჯობესებულია.მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, პანდემიის პირობებში ქვეყანამ ჯანდაცვის სისტემის მდგრადობა შეინარჩუნა.

საკომიტეტო მოსმენაზე მინისტრობის კანდიდატმა  ვაქცინის შემოტანის პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ვაქცინების შეძენისთვის ქვეყანამ  რამდენიმე არხი: კოვაქს-პლატფორმა, ევროკავშირთან თანამშრომლობა და მწარმოებლებთან მოლაპარაკება გამოიყენა. მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, საქართველო რეგიონში უმაღლესი ხარისხის ვაქცინას პირველი მიიღებს. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში ჯანდაცვის სექტორის ფუნდამენტურ  რეფორმასა და სახელმწიფლო კლინიკების გაძლიერების სტრატეგიაზეც ისაუბრა. მოსახლეობის ჯანდაცვზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით, სამინისტრომ სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების მასშტაბური პროცესი  დაიწყო. კოვიდ ინფიცირებულ პაციენტთა ნაკადების 30% სწორედ სახელმწიფო კლინიკების მიერ იმართა.

გაერთიანებულ კომიტეტზე მინისტრობის კანდიდატმა  ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  სახელმწიფო დაწესებულებების გამართულად ფუნქციონირებისთვის სწორი, ორგანიზაციული და ინსტიტუციური მოწყობაა საჭირო.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამედიცინო ჰოლდინგის მთავარი ამოცანა, კლინიკების  მართვის ეფექტურობის ამაღლება, ხარისხიანი სერვისების მიწოდება და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში სერვისების განვითარებაა.

მინისტრობის კანდიდატმა , თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო კლინიკებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალისვის ღირსეული შრომის ანაზღაურებასა და ჯანსაღ შრომით გარემოზე.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ეკატერინე ტიკარაძემ სელექტიური კონტრაქტირების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჯარო სამედიცინო დაწესებულებების გაძლიერების პარალელურად, სახელმწიფო კვლავ მდგრადად განაგრძობს კერძო სექტორის მხარდაჭერას და დაფინანსებას შესაბამისი პროგრამების ფარგლებში.

მინისტრობის კანდიდატმა საკომიტეტო მოსმენაზე სამედიცინო მომსახურეობებზე ფასების დადგენის საკითხიც განიხილა  და აღნიშნა, რომ სატარიფო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განსაკუთრებილი ყურადღება დაეთმო ჯანდაცვის პროგრამების გაზრდილ დაფინანსებას. ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ბიუჯეტი 2021 წლიდან თითქმის 2 მილიონი ლარით გაიზარდა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ უსაფრთხო და ღირსეული შრომითი გარემოს შექმნის მიზნით  ძირეული რეფორმა გაატარა.ამ მიმართულებით სახელმწიფო ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: დასაქმების ხელშეწყობა ადგილობრივ სექტორში და საქართველოს მოქალაქეების საზღვარგარეთ დროებით ლეგალურად დასაქმება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და ეკომიგრანტთა აქტიური განსახლება, ასევე მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფა ჯანდაცვის სამინისტრომ პრიორიტეტულ ამოცანად დაისახა, რისთვისაც მნიშვნელოვანი რესურსების მობილიზება განახორციელა.ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მომდევნო 4 წლის მანძილზე, საცხოვრებელს კიდევ  13 000 დევნილი მიიღებს .

ჯანდაცვის სამინისტროს ურყევ პრიორიტეტად  კვლავ  რჩება ჯანმრთელი მოქალაქე, სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული შრომითი გარემოს შექმნა.

 

 

 

 

 

 

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი