ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
60 დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინა გადაეცა
19 თებერვალი, 2021

60 დევნილ ოჯახს ქუთაისში ბინა გადაეცა

ნგრევად შენობებში მცხოვრები კიდევ 60 დევნილი ოჯახი, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი გახდა.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა,  იმერეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ და ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა გადასცეს.

ავარიულ შენობებში, მძიმე პირობებში მცხოვრები დევნილების განსახლება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს.  ერთი წლის განმავლობაში,  იმერეთის რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 28 ნგრევადი ობიექტი  უკვე დაიხურა.

ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, საცხოვრებელი 23 000-მდე  დევნილ ოჯახს გადაეცა. 2021 წელს, ახალ საცხოვრებელს, დამატებით 3500-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი მიიღებს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი