
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო - 2020 წელი
2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საქმიანობის შედეგად ათასობით იძულებით გადაადგილებული პირის ცხოვრება შეიცვალა.
- თბილისი - ბინა გადაეცა 251 დევნილ ოჯახს;
- ზუგდიდი - ბინა გადაეცემა 360 დევნილ ოჯახს;
- წყალტუბო - ბინა გადაეცა 140 დევნილ ოჯახს;
- ქუთაისი - ბინა გადაეცა 274 დევნილ ოჯახს;
- გორი და ხაშური - ბინა გადაეცა 71 დევნილ ოჯახს;
- სააგენტომ „სოფლად სახლი“ საკარმიდამო მიწის ნაკვეთით შეუსყიდა 1100-მდე დევნილ ოჯახს;
- მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი დაუკანონდა 1900-ზე მეტ დევნილ ოჯახს;
- დაიხურა დევნილთა საცხოვრებელი 96 ნგრევადი შენობა;
- სააგენტომ სახლი შეუსყიდა 200-მდე ეკომიგრანტ ოჯახს;
- საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში 400-მდე იძულებით გადაადგილებული პირი დაფინანსდა;
- რეინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს 160-მდე მოქალაქე დაფინანსდა.