ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ეკატერინე ტიკარაძე და ვახტანგ გომელაური „112“-ს ესტუმრნენ
04 დეკემბერი, 2020

ეკატერინე ტიკარაძე და ვახტანგ გომელაური „112“-ს ესტუმრნენ"

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და ვახტანგ გომელაური , შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს ესტუმრნენ . მინისტრები გადაუდებელი დახმარების მართვის სფეროში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნენ.
ინფიცირების რაოდენობის და მოქალაქეთა ტესტირებების ზრდასთან ერთად 112-ის დატვირთვა გაიზარდა. მიმართვიანობის გაზრდის პარალელურად და ზარებზე მოლოდინის დროის შესამცირებლად 112-მა ოპერატორების რაოდენობა გაზარდა, სარეზერვო ცვლები სრულ სამუშაო გრაფიკზე გადაიყვანა და ოპერატორის პოზიციაზე ახალი კადრები დაამატა.112-ში, 24 საათის განმავლობაში 300 ოპერატორი მუშაობს, რომელსაც უახლოეს დღეებში კიდე 140-150 ოპერატორი დაემატება.
"დღეს დავიწყეთ კიდევ ერთი დამატებითი ღონისძიება, რომელიც არ დაიწყება მხოლოდ "112"-ის მონახულებით. ჩვენ გავაგრძელებთ ასევე კომუნიკაციას სასტუმროებთან. ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს შეხვედრები საავადმყოფოების წარმომადგენლებთან და კლინიკის ხელმძღვანელებთან . ეს შეხვედრები გაგრძელდება, რათა ხარვეზები დაუყონებლივ იქნას აღმოფხვრილი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
112 აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის მართვის პროცესში და განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს, რათა თითოეულმა მოქალაქემ დროული და მაღალკვალიფიციური მომსახურება მიიღოს.
„დღევანდელი თემა შეეხებოდა 112 ის პრობლემების გაცნობას. იცით, რომ მოლოდინის რეჟიმი გაიზარდა. სწრაფი ტესტების რაოდენობაც გაიზარდა, უფრო მეტი მოქალაქე რეკავს 112-ში და მოლოდინის რეჟიმი ასულია ხუთ, ექვს, შვიდ წუთზე. არის შემთხვევები, როცა მოლოდინის დრო მეტია, როდესაც ოჯახის ექიმთან უნდათ დაკავშირება. გვინდა, რომ უფრო გავამარტივოთ თემა. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა როგორც სასაწრაფო სამედიცინო მიმართულებით, ასევე ოჯახის ექიმის მიმართულებით. გვინდა, რომ დავამატოთ მეტი ოპერატორი. მათი რაოდენობა, ჩვეულ რეჟიმთან შედარებით, დაახლოებით, გასამმაგებულია დღეს. 300 ოპერატორი მუშაობს 24 საათის განმავლობაში და 140-150 ოპერატორს დავამატებთ უახლოეს ერთ კვირაში, მაქსიმუმ 10 დღეში. ზარები შემცირდება და მეტი მომსახურება ექნებათ მოქალაქეებს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო