ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ჯანდაცვის სამინისტროში „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ ამოქმედდა
30 ოქტომბერი, 2020

ჯანდაცვის სამინისტროში „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ ამოქმედდა

COVID-19 დიაგნოზის მქონე პაციენტების და ასევე, მათთან კონტაქტში/თვითიზოლაციაში მყოფი პირების ბინაზე მეთვალყურეობის მიზნით, მართვის ცენტრალიზებული მექანიზმი, ე.წ. „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ ამოქმედდა, რომელიც დღეიდან, დისტანციურად, პაციენტების მეთვალყურეობის სისტემატიურ და ეფექტურ მონიტორინგს განახორციელებს, ხოლო პაციენტის მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში, დაყოვნების გარეშე სათანადო რეაგირებას უზრუნველყოფს. ონლაინ კლინიკა ჯანდაცვის სამინისტროს შენობაშია განთავსებული და ექიმებით, უმცროსი ექიმებით, რეზიდენტებით და ოპერატორებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც სპეციალური გადამზადება უკვე გაიარეს. სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ რეგიონალური პრინციპით, ვერტიკალური მართვის ქვეშ ორი მიმართულებით იმუშავებს. გადამზადებული ოჯახის ექიმები პაციენტების ბინაზე მეთვალყურეობას განახორციელებენ. ხოლო ბინაზე მეთვალყურეობის ხარისხის კონტროლს და პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების მუშაობის მონიტორინგს - მონიტორ/ოპერატორები განახორციელებენ. „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ შემთხვევების შესახებ ინფორმაციას იღებს 112-ის ცენტრიდან, სადაც იქმნება პაციენტის საქმე. შემდგომი რეაგირების მიზნით, ხორციელდება საქმეების განაწილება ონლაინ კლინიკებში და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს „ცენტრალურ ონლაინ კლინიკაში“, სადაც გადამზადებული ოჯახის ექიმები ახდენენ დიფერენციულ დიაგნოსტიკას და ზარი ბრუნდება ისევ 112-ში რეაგირების მიზნით ან რჩება ოჯახის ექიმთან მეთვალყურეობაზე. COVID-19 დიაგნოზის მქონე პაციენტების რიცხვის მატებასთან ერთად, დღის წესრიგში დადგა ბინაზე მეთვალყურეობის ხარისხის უზრუნველყოფის და პროცესის მონიტორინგის საკითხი. ცალკეულ შემთხვევებში თავი იჩინა ალგორითმით განსაზღვრული წესების დარღვევებმა, კერძოდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პაციენტებთან არ ან ვერ ხდება ყოველდღიური დაკავშირება, ან ხორციელდება არასათანადო მეთვალყურეობა. ასევე, პრობლემურია და ხშირ შემთხვევებში ღიად რჩება საკითხი COVID-19 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტირებული/თვითიზოლაციაში მყოფი პირების შესახებ. ეს პირები წარმოადგენენ რისკის ჯგუფს და მიზანშეწონილია ასევე, მათზე მეთვალურეობის განხორციელება, სიმპტომების დროულად აღმოჩენის და შესაძლო შემთხვევების დროულად იდენტიფიცირების მიზნით. თუმცა, პაციენტების მზარდი რაოდენობიდან გამომდინარე, მოსალოდნელია პირველადი ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვნად გადატვირთვა. აღნიშნულის გამოსწორების მიზნით, სამინისტროს მხრიდან განხორციელდა ონლაინ კლინიკების ბრიგადების რაოდენობის ზრდა. დღეის მდგომარეობით, COVID-19-ის მართვაში სულ 59 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებაა ჩართული. ასევე გაფართოვდა აღნიშნული კლინიკების საქმიანობის არეალი და შემუშავდა COVID-19-ის მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტების იზოლაციის პირობებში სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების ალგორითმი (მინისტრის ბრძანება 30.09.20წ N01-493/ო). ონლაინ კლინიკის ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენს: • 112-ის ცენტრიდან გადამისამართებული სატელეფონო ზარების მიღება; • შესაბამისი პაციენტების კონსულტირება (24/7) და ზედამხედველობა დისტანციურ რეჟიმში შემუშავებული პროტოკოლის შესაბამისად; • ასევე, ამბულატორიულად პსრ ტესტირების განხორციელება; • COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურებულ შემთხვევებზე სატელეფონო ზარის განხორციელება; • ანამნეზის შეკრება, პაციენტის საწყისი კლინიკური შეფასება; • მდგომარეობის შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება პაციენტის ბინაზე დატოვების, შესაბამის საიზოლაციო სივრცეში (სასტუმრო) გადამისამართების ან სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსების შესახებ; • ამასთან, ბინაზე დატოვების შემთხვევაში, ონლაინ კლინიკის ექიმებს გაუჩნდათ პაციენტების ყოველდღიური სატელეფონო მონიტორინგის ფუნქცია; ყოველდღიურად დაფიქსირებული მზარდი შემთხვევების გათვალისწინებით, აღნიშნული მოდელის ამოქმედება სამინისტროს მხრიდან დაჩქარებულ რეჟიმში განხორციელდა.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციაCOVID-19-ის სტატისტიკური მონაცემების საინფორმაციო პორტალიდევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულაჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოსოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდამოკიდებულების პრევენციის სერვისი