ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ჯანდაცვის სიტემის მზაობა პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით
16 ოქტომბერი, 2020

ჯანდაცვის სიტემის მზაობა პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით

პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით გადაიდგა ეფექტური ნაბიჯები, მათ შორის, პრევენციული, სადიაგნოსტიკო და მკურნალობის მიმართულებით.

ჯანდაცვის სისტემამ განსაზღვრა სამედიცინო დაწესებულებების ჩართვისა და კოვიდ პაციენტებისთვის საწოლების მობილიზების გეგმა. კოვიდ19-ის გავრცელებაზე რეაგირების მზადყოფნის მიზნით, განისაზღვრა დაწესებულებების სია და დაიწყო მათი ეტაპობრივი მობილიზაცია კოვიდ დადასტურებული შემთხვევების სამართავად.

ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, მობილიზებულია 44 სამედიცინო დაწესებულება და 3 777 საწოლი. მათ შორის,

  • თბილისში - 18 კლინიკა, ხოლო საწოლების რაოდენობა -1987;
  • აჭარაში - 11 კლინიკა, ხოლო საწოლების რაოდენობა  - 731;
  • იმერეთი - 10 კლინიკა, ხოლო საწოლების რაოდენობა - 644
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 2 კლინიკა, საწოლების რაოდენობა - 190
  • შიდა ქართლი - 1 კლინიკა, საწოლები 64
  • მცხეთა-მთიანეთი - 1 კლინიკა, საწოლები 111
  • გურია  - 1 კლინიკა, საწოლები - 21

ქვეყნის მასშტაბით, კლინიკებში 2 453 სასუნთქი აპარატია.

მთელი საქართველოს მასშტაბით, გადამზადდა 3 906 ექიმი. გადამზადდნენ ასევე  მედდები და სანიტრები, ჯამში  - 2 237.

ტრენინგი ჩაუტარდა 2 244 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების ექიმს. 

ასევე, ქვეყნის მასშტაბით 20 კოვიდ სასტუმროა მობილიზებული, სადაც 1 200-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

კოვიდის მართვის პროცესში ჩართულია 29 პირველადი ჯანდაცვის დაწესებულება. გადაუდებელი დახმარების ნომრით, 112-ით შესაძლებელი ხდება  ოჯახის ექიმის სატელეფონო კონსულტაცია, პაციენტების პირველადი ტრიაჟი, საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება შესაბამის კლინიკებში,  ან მეთვალყურეობა 14 დღის განმავლობაში დისტანციურად.

პარალელურად შემუშავებულია დამატებითი სიმძლავრეების ნუსხა, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ეტაპობრივად ჩაერთვებიან პროცესში. ამ მხრივ, გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანაში რეალურად არის საწოლების და სამედიცინო პერსონალის სიჭარბე, ვიდრე დეფიციტი. სულ ქვეყანაში საწოლების რაოდენობა 17 400-ზე მეტია, მათ შორის, ინტენსიური თერაპიის და გადაუდებელი მედიცინის 2 290 საწოლი. სულ ქვეყნის მასშტაბით  17 990 ექიმი და 14 879 ექთანია, 500-მდე ინფექციონისტი და 1 476 რეანიმატოლოგი.

ასევე ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარეობს შესაძლო კონტაქტების კვლევა და ეპიდზედამხედველობა.  საქართველოში COVID-19 ინფექციის ყველა შემთხვევა დადასტურებულია PCR კვლევით. ქვეყანაში განსაზღვრულია სავალდებულო ტესტირებას დაქვემდებარებულ პირთა ნუსხა, რომლებიც გადიან პერიოდულ (7 ან 14 დღეში ერთხელ) ტესტირებას.

ნაცხის პროცესში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურებთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ჩართულია თითქმის ყველა სტაციონარული და ამბულატორიული დაწესებულება. ტესტირების პროცესში ჩართულია  26 ლაბორატორია. ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად ტარდება 9000 ტესტი.

შექმნილია „ცხელების ცენტრები“, რომლებიც განკუთვნილია ცხელების მქონე პაციენტების მისაღებად და გულისხმობს ცხელებით მიმდინარე ყველა შემთხვევის დიაგნოსტირებას, მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრას, COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევის რეფერალს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში.

ყველა მობილიზებულ კლინიკას აქვს ცხელების მქონე პაციენტების მიღების, დატრიაჟების შესაძლებელობა და სრულად მობილიზებულია პაციენტების სამართავად.

კლინიკების ფუნქციონირების მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფოს მხრიდან შემუშავებულია მობილიზებული საწოლფონდის ანაზღაურების სქემა. გარდა ამისა, ყველა დადასტურებული შემთხვევა ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.

ამ პროცესში გასათვალისწინებელია, რომ კლინიკებს, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, აქვთ შესაძლებლობა კლინიკური კონსულტანტების, ან რეანიმატოლოგთა და ინფექციონისტთა ბრიგადების დაკონტრაქტების, რომლებიც ანაზღაურდება ასევე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში და უკვე წარმატებით ხორციელდება.

გარდა ამისა, სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერის მიზნით, სახელმწიფოს მიერ შემუშავებულია სახელფასო დანამატის გაცემის მექანიზმი, რომელიც ამოქმედდება უახლოეს დღეებში.

ამასთან, სამინისტრო გადავიდა მართვის ახალ სისტემაზე. კლინიკური მართვის პროცესში ჩართულია რეანიმატოლოგთა ჯგუფი, რომლებიც  მთელი საქართველოს მასშტაბით, დოკუმენტალურ დონეზე შეისწავლიან პაციენტთა მდგომარეობასა და ჩატარებულ მკურნალობას.

 

 

 

 

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო