ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ჯანდაცვის მინისტრი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა
15 ოქტომბერი, 2020

ჯანდაცვის მინისტრი სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ონლაინკლინიკების მართვის კუთხით სადაზღვეო კომპანიების ჩართულობა,ოჯახის ექიმების რაოდენობის გაზრდა და გაძლიერება იყო. ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა სადაზღვეო კომპანიებისა და სახელმწიფოს კოორდინირებულ მუშაობას და აღნიშნა, რომ პროფესიონალი ოჯახის ექიმების როლი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში უმნიშვნელოვანესია. „თქვენ საკმაოდ კარგი გამოცდილება გაქვთ ონლაინკლინიკების მართვის კუთხით, გყავთ საკმაოდ დატრენინგებული და პროფესიონალი ოჯახის ექიმები . დღეს არა მხოლოდ სახელმწიფოს, არამედ თქვენს ბენეფიციარებს, ჩვენს მოქალაქეებს ესაჭიროება გამართული ინფრასტრუქტურა და სწორად დატრენინგებული ექიმები. ინფიცირებულების ნაწილი დაზღვეულია და მათი კოორდინირებული მართვა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მზად ვართ, თქვენს გვერდით ვიდგეთ“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ .

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო