ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ეკატერინე ტიკარაძე კლინიკური ჯგუფის წევრებს შეხვდა
13 ოქტომბერი, 2020

ეკატერინე ტიკარაძე კლინიკური ჯგუფის წევრებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკური ჯგუფის წევრებს შეხვდა . შეხვედრაზე ექიმებმა მინისტრთან ერთად ჯანდაცვის კლინიკური მართვის პროტოკოლში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომლის მიხედვითაც 5 მობილური ჯგუფი შეიქმნა. რეანიმატოლოგებით, ინფექციონისტებითა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფები მკურნალობის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან. ამ დროისთვის , სპეციალისტები თბილისში, აჭარასა და იმერეთში მძიმე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებენ. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია კლინიკური ჯგუფის გააქტიურება, როგორც გაიდლაინებსა და თეორიულ ნაწილზე მუშაობის თვალსაზრისით,ასევე პრაქტიკოსი ექიმების მიერ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის ოპერატიული მართვის კუთხით. ,,დღევანდელი შეხვედრა ემსახურება იმას, რომ ჩვენ გადავედით უფრო აქტიური მართვის ფაზაზე. მნიშვნელოვანია, პრაქტიკოსი ექიმების უფრო მეტად ჩართვა ოპერატიული მართვის დონეზე. მივიღეთ გადაწყვეტილება ვინ იქნებიან ის წევრები, რომლებიც კლინიკური ჯგუფის დაქვემდებარების ქვეშ ითანამშრომლებენ ჩვენს კლინიკებთან, რათა უფრო აქტიური მონიტორინგი განხორციელდეს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო