ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ჯანდაცვის მინისტრი აჭარაში მოქმედი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა
16 სექტემბერი, 2020

ჯანდაცვის მინისტრი აჭარაში მოქმედი კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, მინისტრის  მოადგილე თამარ გაბუნია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი  ამირან გამყრელიძე  და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი ზაალ კაპანაძე აჭარის რეგიონის სამედიცინო სექტორის ხელმძღვანელებს  შეხვდნენ. 

შეხვედრის მონაწილეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ერთობლივად იმსჯელეს.  შეაფასეს   რეგიონში არსებული ეპიდემიულოგიური ვითარება და სამედიცინო დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა.

მინისტრის თქმით, დღეიდან  „კოვიდ-19“-ის მართვაში, აჭარის რეგიონში   ახალი კლინიკები ჩაერთვებიან და  გაიზრდება კლინიკების საწოლფონდები. სამედიცინო დაწესებულებებს კი რომელთაც , კომპიუტერული ტომოგრაფიით კვლევის ჩატარების საშუალება არა აქვთ , პაციენტებს  დიაგნოსტირების შესაძლებლობების მქონე სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანენ. პროცესში  საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურიც ჩაერთვება.

გარდა ამისა, მხარეებმა კორონავირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის რეგულარული გადამოწმების აუცილებლობას გაუსვეს  ხაზი და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.  

„სამინისტრო, თითქმის მთელი შემადგენლობით აქ ვართ, რომ აღმოვფხვრათ ის ხარვეზები, რომლებიც არსებობს, თუმცა ეს არის ხარვეზები, რომელიც პანდემიას თან ახლავს და რომელ ხარვეზებსაც ვერ გაექცნენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები. ჩვენ ყველა ერთად ვართ წინა ხაზზე და ერთად უნდა გადავჭრათ ყველა საკითხი.სწორედ ამიტომ , ჩვენ ამ ყველაფერს უფრო ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა რგოლის ჩართულობა ინტენსიური და მჭიდრო  იყოს.  აქ ყოფნის მიზეზიც, სწორედ ეს არის.

ვიცით, რომ უკვე მობილიზებულია რამდენიმე სტაციონარული დაწესებულება , რომელთაც კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების შესაძლებლობა აქვთ. მოგიწოდებთ მეტი მობილიზაციისაკენ,   რათა გადაუდებელი დახმარების ცენტრს   პაციენტების შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა შეეძლოს“ -განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო