ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
თამარ გაბუნია: „პანდემიასთან გამკვლავებაში საქართველოს წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა პარტნიორების მხარდაჭერამ და მულტისექტორულმა მიდგომამ.“
15 სექტემბერი, 2020

თამარ გაბუნია: „პანდემიასთან გამკვლავებაში საქართველოს წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა პარტნიორების მხარდაჭერამ და მულტისექტორულმა მიდგომამ.“

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური კომიტეტის 70-ე სესიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვირტუალურ ფორმატში გაიმართა.

მინისტრის მოადგილემ თავის გამოსვლაში ის მნიშვნელოვანი საქმიანობა მიმოიხილა, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა COVID-პანდემიასთან ბრძოლის პროცესში და ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც აღმოჩნდა ჯანდაცვის სისტემა.

„COVID-19 ინფექციის შემთხვევების შემცირების მიზნით საქართველოს მთავრობამ იანვრიდან მკვეთრ  ზომებს მიმართა, რომელიც მოიცავდა სოციალურ დისტანცირებას, სამედიცინო  და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაწესებულებების სრულ მობილიზებას, დროულ ტესტირებას და კონტაქტების კვლევას. COVID-19-ის კრიზისმა  ჩვენ ნათლად დაგვანახა ჯანდაცვის სისტემაში არსებული გამოწვევები, როგორიცაა ადამიანური რესურების მობილიზების, ხარისხიან დიაგნოსტირებაზე  თანაბარი ხელმისაწვდომობის და კრიტიკული შემთხვევების მართვის საკითხები“. - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

თამარ გაბუნიამ სიტყვით გამოსვლისას განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოში სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის საკითხზე.

„პანდემიის პირობებში საქართველოსთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის ჩარჩოს გადახედვა და დიალოგის დაწყება, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო და კერძო დაწესებულებების როლების განსაზღვრას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს. რამდენადაც საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების 85% კერძო საკუთრებაა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კერძო დაწესებულებების შესაძლებლობების გამოყენების პარალელურად, გააძლიეროს სახელმწიფო დაწესებულებები და მოახდინოს არსებული ხარვეზების კორექტირება. ინფექციის კონტროლის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნა, კრიტიკული შემთხვევების მართვის გაუმჯობესება, პირველადი ჯანდაცვის სერვისების და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება წარმოადგენს ინვესტირების უმთავრეს პრიორიტეტებს“. - აღნიშნა თამარ გაბუნიამ სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის მოადგილემ გამოსვლის დასასრულს აღნიშნა, რომ პანდემიასთან გამკვლავებაში საქართველოს წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა პარტნიორების მხარდაჭერამ და მულტისექტორულმა მიდგომამ.

„ჩვენ არაერთმა პარტნიორმა შემოგვთავაზა დახმარება. მაისში საქართველომ წამოიწყო მსოფლიო კრიზისზე რეაგირების პროექტი, რომელსაც მხარს უჭერდა მსოფლიო ბანკი და აზიის ინფრასტრუქტურის ინვესტირების ბანკი. დამატებითი ინვესტიციები იქნება მობილიზებული 700-ზე მეტი საავადმყოფო საწოლის განახლებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერვისების გაძლიერების მიზნით. ჯანდაცვის სექტორმა უდიდესი მხარდაჭერა მიიღო სხვა ადგილობრივი სექტორებისგან. იმისათვის, რომ მულტისექტორული რეაგირების პროგრამებმა კარგად იმუშაონ, მნიშვნელოვანია გვქონდეს კარგი ეროვნული საკოორდინაციო ორგანო და პასუხისმგებლობის ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს სპეციფიკურ როლებს თითოეული დარგობრივი მოთამაშისთვის”. - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო