ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მზადაა
14 სექტემბერი, 2020

ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდ ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მზადაა

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ინფიცირებულთა მომატებული მაჩვენებლების შემდეგ, COVID კლინიკებში საწოლების რაოდენობა 700-მდე გაიზარდა.
"მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია ის სამედიცინო დაწესებულებები, რომელიც არიან COVID კლინიკა, ან ცხელების კლინიკა. მას შემდეგ, რაც ინფიცირების მატება დაფიქსირდა, დამატებით მობილიზებული იქნა 700-მდე საწოლი. შესაბამისად, შაბათ-კვირას მობილიზებული საწოლ ფონდის რაოდენობა 1500-მდე გაიზარდა მთელი საქართველოს მასშტაბით." - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
თამარ გაბუნიამ ე.წ.კოვიდ სასტუმროებზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, ეს არის შუალედური ეტაპი ჰოსპიტალურ და ბინაზე მკურნალობას შორის. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ამ დროისთვის კოვიდ სასტუმროებში 155-მდე პაციენტია გადაყვანილი, ამ პრაქტიკის გამოსაყენებლად კი 500-მდე საწოლია მობილიზებული.
„როგორც მოგეხსენებათ, დღეს მთელ მსოფლიოში კარგად არის აპრობირებული ბინაზე მკურნალობის პრაქტიკა. საქართველოში, რადგან ამის შესაძლებლობა გვქონდა, ვარჩიეთ შემთხვევების ჰოსპიტალური მართვა. ამ მიმართულებით ბევრი კლინიკური გამოცდილება დაგროვდა და დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვისაუბრით ჰოსპიტლის გარეთ შემთხვევების მართვაზე. დღევანდელი მოქმედი პროტოკოლით, მსუბუქი პაციენტი,რომელიც არის 19-დან 65 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, არა აქვს რომელიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის გართულება, გადაყვანილი იქნება ე.წ. კოვიდ სასტუმროში, სადაც მისი მკურნალობა გაგრძელდება, ვინაიდან ასეთ პაციენტებს სამედიცინო ჩარევა არ სჭირდებათ. მას სჭირდება იზოლაცია, სიმშვიდე და სამედიცინო მეთვალყურეობა. ეს პირობები შექმნილია კოვიდ სასტუმროებში, რაც არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისკენ, რომ შუალედური რგოლი გავიაროთ, მივიღოთ გამოცდილება და შემდეგ უფრო თამამად ვისაუბროთ ბინაზე მართვის პრაქტიკაზე, რისთვისაც ოჯახის ექიმები უკვე მზად არიან“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო