ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ჯანდაცვის მინისტრი დაკავებული ქირურგის, ვახტანგ ყიფიანის ოჯახის წევრებს შეხვდა
19 აგვისტო, 2020

ჯანდაცვის მინისტრი დაკავებული ქირურგის, ვახტანგ ყიფიანის ოჯახის წევრებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი  ეკატერინე ტიკარაძე,   პროკურატურის მიერ   დაკავებული ქირურგის, ვახტანგ ყიფიანის ძმას და მამას შეხვდა. 

შეხვედრაზე  საუბარი შეეხო ,  საქმის გარშემო არსებულ დეტალებს.  მხარეები შეთანხმდნენ, რომ მნიშვნელოვანია შეიქმნას ისეთი საკონონმდებლო ბაზა, რომელიც დაიცავს როგორც პაციენტის, ასევე ექიმების უფლებებს. მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ექიმის ოჯახმა გაიზიარა სამინისტროს დამოკიდებულება, რომ „უნდა დაიწყოს პროცესები, რათა ნებისმიერ პროფესიაში მეტი სიცხადე იყოს შეტანილი“.

 

 

„დროულად არის საჭირო ყველა იმ პროცესის დაწყება, რითაც ჩვენ მეტ სიცხადეს შევიტანთ ყველა პროფესიის, დარგის კომპეტენციის ჩამონათვალში. ეს შეხვედრა ემსახურებოდა სწორედ ამ მოვლენას, რომ მოხდება ასოციაციების მობილიზება და ჩვენ რეგულირების სააგენტოსთან ერთად დავიწყებთ თითოეული საექიმო საქმიანობის დეტალურ გაწერას. თითოეულ ექიმს შეეძლება თავისი კომპეტენციების ფარგლებში უსაფრთხოდ ჩაატაროს მანიპულაცია და რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სამართლებრივ ჭრილში მოსამართლისთვის და გამომძიებლისთვის იყოს მეტად უფრო ცხადი, თუ სად გადის ზღვარი ექიმის დანაშაულსა და ექიმის პასუხისმგებლობას შორის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ

 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით,  სამინისტროს მხრიდან გამოძიებასთან შუამდგომლობის შესაძლებლობა არსებობს.

 

“გამოძიებასთან შუამდგომლობის შესაძლებლობა გარკვეულწილად არსებობს და ჩვენი არაერთი განცხადებით ეს უკვე მოხერხდა, თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებას მივცეთ იმის საშუალებაც, რომ ექსპერტების სრული ჩართულობით ჩაატაროს უფრო მეტად სამართლიანი გამოძიება, რომელიც იქნება ფაქტებზე დაყრდნობილი, რაც პაციენტის პატრონს არ მისცემს იმის განცდას, რომ სახელმწიფო მხოლოდ ექიმის მხარეს დგას”, - განაცხადა 

ეკატერინე ტიკარაძემ

 

.

 

შეხვედრას , ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსი ზაალ კაპანაძე ესწრებოდნენ.

 

 

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო