ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ანგარიში
12 აგვისტო, 2020

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ანგარიში

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კამპანია - „ერთი თვე სამინისტროსთან ერთად“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში , დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა. შეხვედრაზე დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ქვეყანაში განხორციელებული აქტივობები შეჯამდა . ასევე , საუბარი შეეხო სააგენტოს მიერ , პანდემიის პერიოდში განხორციელებულ სერვისებსაც, რაც კომპენსაციების გაცემის სრულ ადმინისტრირებას მოიცავს. "დღესდღეობით, საქართველოში გვაქვს მნიშვნელოვანი კანონი, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენს მიერ ახლად დაარსებული სააგენტოს ეფექტურობას. სააგენტო კი, თავის მხრივ, გაატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას. ამით ჩვენ შევძლებთ, რომ გავლენა მოვახდენოთ, საქართველოში არსებულ დღევანდელ უმუშევრობის პროცენტზე "-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. გარდა ამისა, სააგენტოს, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განახლება და განვითარება აქვს დაგეგმილი. ღონისძიება ევროკავშირის პროექტის „ტექნიკური მხარდაჭერა შრომის ბაზრის საჭიროებებსა და დასაქმებაზე მორგებული ცოდნა-უნარების განვითარებისთვის“ მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებას, მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია, „ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს“ დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ველთაური, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, დამსაქმებლები და პარტნიორი ორგანიზაციები ესწრებოდნენ.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო