ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ეკატერინე ტიკარაძე პაციენტ ნათია ცირეკიძის ოჯახის წევრებს შეხვდა
11 აგვისტო, 2020

ეკატერინე ტიკარაძე პაციენტ ნათია ცირეკიძის ოჯახის წევრებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, კომატოზურ მდგომარეობაში მყოფ  25 წლის ნათია ცირეკიძის ოჯახის წევრებსა და მათ ადვოკატს შეხვდა. მინისტრმა ჯანდაცვის უწყების კომპეტენციის ფარგლებში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სამინისტრო პაციენტის შემდგომი რეაბილიტაციისა  და ექსპერტიზის საკითხებს კონტროლზე აიყვანს.

“ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკიდან პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ შესაბამის დოკუმენტებს  გამოითხოვს. ჩვენ განვიხილავთ  ყველა შესაძლებლობას, თუ სად შეიძლება პაციენტის მკურნალობა და რეაბილიტაცია გაგრძელდეს. თუ პანდემია შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენ სამომავლოდ  იმაზეც ვიმსჯელებთ, თუ რომელ კლინიკაში გააგრძელებს პაციენტი მკურნალობს. მზად ვართ,  რომ  ყველა იმ საექსპერტო ჯგუფის მობილიზება მოვახდინოთ, რომელიც ექსპერტიზას ჩაატარებს.“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე, კახაბერ შალიკაძე ესწრებოდა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო