ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 1000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა
30 ივლისი, 2020

ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 1000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა

ზუგდიდში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 1000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცემა.  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, დევნილთა სააგენტოს დირექტორ ბესარიონ სიმონიშვილთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში ახალაშენებული კორპუსები დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრის განცხადებით, სამეგრელოს რეგიონში დევნილების საცხოვრებელი ყველა ნგრევადი შენობა, რომელსაც ექსპეტიზის დასკვნის თანახმად  მინიჭებული აქვს მეოთხე ან მესამე  კატეგორია დაიხურება. „ჩვენ  ახლა ვიმყოფებით იმ ადგილას, სადაც  1000-მდე დევნილი ოჯახი სულ მალე ახალ ცხოვრებას დაიწყებს.  მასშტაბურმა მშენებლობამ შესაძლებლობა მოგვცა უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიგვეღო - ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე - მესამე და მეოთხე კატეგორიის  ნგრევადი ყველა შენობა დაიხურება და პირველად, მრავალწლიანი დევნილობის შემდეგ,  გაუსაძლის პირობებში არც ერთი დევნილი ოჯახი აღარ იცხოვრებს. მადლობა მინდა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც  დევნილებისთვის თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებლებს აშენებს და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობასაც ახორციელებს.  ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა დევნილს, დაბრუნებამდე, ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე. ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 3 კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულდა და ნგრევად შენობებში მცხოვრებ 360 ოჯახს ახალი ბინის გასაღები უახლოეს მომავალში გადაეცემა. დამატებით 600 ოჯახისთვის განკუთვნილი 5 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, სადაც საცხოვრებელ ფართს როგორც ნგრევად ობიექტებში მცხოვრები, ასევე კრიტერიუმების შესაბამისად ყველაზე მაღალი ქულის მქონე იძულებით გადააადგილებული ოჯახები მიიღებენ.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო