ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა
28 ივლისი, 2020

ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა. 28 ივლისს, მთელი მსოფლიო ერთიანდება საერთო მიზნით - ამაღლდეს ცნობიერება ვირუსული ჰეპატიტების შესახებ. კონფერენციაზე C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით განხორციელებული აქტივობები შეაჯამეს და ქვეყანაში მიმდინარე უპრეცედენტო საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროექტი შეაფასეს. წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია პროგრამის 5 წლის შედეგებისა და მიღწევების შესახებ. საუბარი შეეხო 2020 წლის სტრატეგიას და დასახულ მიზნებს. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, C ჰეპატიტთან ბრძოლის მიმართულებით საქართველო გამორჩეული და სანიმუშოა სხვა ქვეყნებისთვის. დღევანდელი მონაცემებით, მოსახლეობის 70%-ს ჩაუტარდა სკრინინგი C ჰეპატიტზე, ელიმინაციის პროგრამაში ჩართულია 70 000 პაციენტი, მკურნალობა დაასრულა 65 000-ზე მეტმა პირმა, განკურნების მაჩვენებელი კი - 99%-ს აღწევს. მინისტრმა საზოგადოებას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგარამაში ჩართულობისკენ მოუწოდა. „ჩვენ ვიცით, რომ მოსახლეობის 70% უკვე გამოკვლეულია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვი, თუმცა ჩვენ ამით არ ვართ კამყოფილი და ვთვლით, რომ მეტად უნდა გააქტიურდეს საზოგადოება და ყველა ის უწყება, რათა ჩვენი მოქალაქეების ჩართულობა და ნდობა პროგრამის მიმართ გაიზარდოს. მინდა ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, მნიშვნელოვანია იმ 30%-ის ჩართულობა ამ პროგრამაში, რათა საქართველოს მიეცეს საშუალება იყოს მოწინავე და ფლაგმანი ამ პროექტში. ჩვენ გვინდა რომ 2030 წელს, მსოფლიოს ამოცანების გათვალისწინებით, შევხვდეთ C ჰეპატიტის გარეშე.“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ არსებითად გააძლიერა ძალისხმევა C ჰეპატიტის წინააღმდეგ საბრძოლველად ეროვნული პროგრამების დანერგვისა და ახალი ინიციატივების შემუშავების გზით. მთავრობის ბოლო ინიციატივაა მკურნალობის სერვისის დეცენტრალიზაცია პირველადი ჯანდაცვისა და ზიანის შემცირების ქსელში, რომლის მიზანია პროგრამული მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობის მკურნალობის პროგრამაში ჩართვის ხელშეწყობა. წარმატებით მიმდინარეობს პირველადი ჯანდაცვის სერვისებში ინტეგრირებული C ჰეპატიტის, ტუბერკულოზისა და აივ ინფექციის აქტიური სკრინინგის პროგრამა. დღეს, C ჰეპატიტზე გამოკვლევა და მკურნალობა ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებშიც, ქვეყნის მასშტაბით. C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის საშუალებით შესაძლებელია ათასობით ინფიცირებული ადამიანის განკურნება. მინისტრმა თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა სტრატეგიულ პარტნიორებს ქართველი ხალხისთვის და მსოფლიოსთვის გაწეული წვლილისთვის. „წარმატების მიღწევა არც ისე მარტივი იქნებოდა, რომ არა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების - ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, კომპანია „გილეადის“, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და რიგი საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორების მხარდაჭერა. „მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც თავის დროზე გამოხატა ინიციატივა და დაიჯერა, რომ ამ პროგრამის განხორციელება საქართველოში შესაძლებელი იქნებოდა“ - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. ჰეპატიტების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, აშშ-ს ელჩი კელი დაგნანი, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წარმომადგენლები, გამოჯანმრთელებული პაციენტები, დარგის წამყვანი სპეციალისტები, პროექტის საერთაშორისო პარტნიორები და ყველა ის პირი ესწრებოდა, ვინც ამ დროის განმავლობაში პროგრამაში აქტიურად იყო ჩართული. 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო