ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის  სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
30 ივნისი, 2020

დევნილებისა და ეკომიგრანტებისთვის სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში,  იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო.

 

პროგრამის მიზანს დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერა და მათი შემოსავლის ზრდა წარმოადგენს.  

 

საგრანტო პროგრამა  სამიზნე რეგიონებში მცხოვრები დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე  240 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს.  ჯამში, 15 პროექტი  დაფინანსდება და პრიორიტეტი ე.წ საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს მიენიჭებათ.  

 

„სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა“ სააგენტოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორი პროექტის „ზრდა საქართველოში“ ფინანსური რესურსების გაერთიანებით ხორციელდება და გრანტის მაქსიმალური ოდენობა 14 000 ლარს შეადგენს. 

 

პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება 30 ივნისიდან დაიწყო და  30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

 

საგრანტო განაცხადები და თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად,  „ზრდას“ ოფისებში, შემდეგ მისამართებზე მიიღება:

  • ქ. თბილისი, ნ.რამიშვილის ქუჩა, I ჩიხი N9;
  • ქ. გორი,   სტალინის ქ. N 27/1;
  • ქ. მარნეული, რუსთაველის ქ. N 48;
  • ქ. ზუგდიდი, რ. ლაღიძის ქ. N3;
  • ქ. ახალციხე, წმინდა დავით და კონსტანტინეს ქ.N21ა.
  •     

  „სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ დანართი N1- სამიზნე არეალი

 

„სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ დანართი N2 - შესაძენი ქონება 

„სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ დანართი N3 - მახასიათებლები

სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამა

საგრანტო-განაცხადი-სათბურებზე-დანართი-N4

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო