ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
გიორგი გახარია - საქართველოში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელსაც სტაციონალური მკურნალობა არ მიუღია
26 ივნისი, 2020

გიორგი გახარია - საქართველოში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელსაც სტაციონალური მკურნალობა არ მიუღია

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემებმა კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევას ვერ გაუძლო. უამრავი ევროპული ქვეყანა იყო, რომლის ჯანდაცვის სისტემამაც სტაციონარული მკურნალობა ინფიცირებულ ადამიანს ვერ მიაწოდა და ბინაზე მკურნალობის რეკომენდაციებს გასცემდა“,  - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სისტემაზე საუბრისას განაცხადა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელსაც სტაციონალური მკურნალობა არ მიუღია.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს, საყოველთაო ჯანდაცვიდან და ელემენტარული სოციალური დახმარების პროგრამებიდან გამომდინარე, მინიმალური ცხოვრების პირობები და ჯანმრთელობაზე ზრუნვის შესაძლებლობები შევუქმნათ. ყველამ კარგად ვიცით, რომ სოციალური დაცვის სხვადასხვა ინსტრუმენტი მუდმივი კრიტიკის საგანია, ხშირ შემთვევაში ობიექტურიც, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს ის მიმართულებაა, რომელზეც თანმიმდევრული, მდგრადი, ყოველდღიური და ყოველწლიური განვითარება, ღარიბი ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, უკიდურესი გამოწვევაა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კორონავირუსთან ბრძოლის კონტექსტში საყოველთაო ჯანდაცვისა და ჯანდაცვის სიტემაში ბოლო წლებში გატარებული რეფორმების აშკარა მატერიალიზება მოხდა. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემებმა ამ გამოწვევას ვერ გაუძლო. მარტივი მაგალითი მინდა მოვიტანო. საქართველოში ინფიცირების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომელსაც სტაციონალური მკურნალობა არ მიუღია. უამრავი ევროპული ქვეყანა იყო, რომლის ჯანდაცვის სისტემამაც სტაციონარული მკურნალობა ინფიცირებულ ადამიანს ვერ მიაწოდა და ბინაზე მკურნალობის რეკომენდაციებს გასცემდა. ეს არის ის სისტემური შედეგი, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ბოლო წლების რეფორმის შედეგად მიიღწა. ჩვენი ამოცანაა, რომ ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა მდგრადი იყოს და ყოველდღიური პროგრესირება და განვითარება შეეძლოს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო