ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
სოციალურ აგენტებსა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, გიორგი წოწკოლაურს შორის შეხვედრა გაიმართა
25 ივნისი, 2020

სოციალურ აგენტებსა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, გიორგი წოწკოლაურს შორის შეხვედრა გაიმართა

სოციალურ აგენტებსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს, გიორგი წოწკოლაურს შორის შეხვედრა გაიმართა.  

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სოციალურ აგენტებს ფიქსირებული ანაზღაურება გაუორმაგდებათ, ასევე შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მათ საჭიროებებზე იმუშავებს. გარდა ამისა უახლოეს პერიოდში მოხდება მათი ხელშეკრულებების ვადის გახანგრძლივება.

"ოფიციალურად ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი, სადაც აუცილებლად იქნება წარმოდგენილი ინიციატივები, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ეს მიმართულება და განიხილება ნებისმიერი საკითხი. ეს ჯგუფი იქნება მუდმივმოქმედი და ინტენსიურად გვექნება მათთან კომუნიკაცია.  რაც შეეხება სახელფასო ზრდას - მე შემიძლია ვთქვა, რომ ის თანხები, რომელიც მათ ერიცხებოდათ სამგზავროდ, ეს თანხები მათ გაუორმაგდებათ," - განაცხადა გიორგი წოწკოლაურმა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო