ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
იმუნიზაციის საბჭო ხანდაზმულების პნევმოკოკზე ვაქცინაციის საკითხზე მუშაობს
22 მაისი, 2020

იმუნიზაციის საბჭო ხანდაზმულების პნევმოკოკზე ვაქცინაციის საკითხზე მუშაობს

65 წელს გადაცილებული მოქალაქეების პნევმოკოკზე ვაქცინაციის შესახებ იმუნიზაციის საბჭომ იმსჯელა.  შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ჰოსპიტალიზაციების ძალიან დიდი რაოდენობა ქვეყანაში პნევმონიაზე მოდის და სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სამინისტრომ პრობლემის აღმოსაფხვრელად სწორი პოლიტიკა გაატაროს.

„ჩვენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ვაკეთებთ შეფასებას და გაანალიზებას იმ პაციენტების და ჰოსპიტალიზაციების რიცხვის, რომელიც საქართველოში გვაქვს. ვაკვირდებით თუ რამდენად სწორად არის იდენტიფიცირებული დიაგნოზი და შემდეგ, როგორ მიმდინარეობს მკურნალობა. ცალსახად ვხედავთ, რომ პაციენტების მეტი წილი, ანუ ჰოსპიტალიზაციების ძალიან დიდი რაოდენობა საქართველოში, მოდის სწორედ პნევმონიაზე, რაც ერთის მხრივ კითხვებს ბადებს და მეორეს მხრივ იქცევს ყურადღებასაც იმისათვის, რომ ჩვენ დავგეგმოთ და გამოვასწოროთ ჩვენი პაციენტების მდგომარეობა“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ვაქცინაცია პნევმონიური დაავადების წინააღმდეგ გამოიყენება, რომლებსაც თავის მხრივ, პნევმოკოკის ბაქტერიები იწვევენ. იმის გამო, რომ ხანდაზმულებში მრავლადაა განვითარებული პნევმონია, რაც ლეტალობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა მნიშვნელოვანია მათი დროული ვაქცინაცია. შესაბამისად შეხვედრაზე, ყველაზე მოწყვლადი, სავარაუდო სამიზნე ჯგუფების შესახებ იმსჯელეს. ჩაინიშნა მომდევნო შეხვედრაც.  

იმუნიზაციის ტექნიკურ ექსპერტთა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, ივანე ჩხაიძემ ხაზი გაუსვა აღნიშნული ინიციატივის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში ყველაზე მაღალია რისკი ისეთი დაავადებით გარდაცვალების როგორიცაა ფილტვების ანთება. 

„შემდეგი შეხვედრების განმავლობაში გადაწყდება სამიზნე ჯგუფი, ასევე ვადებთან დაკავშირებული საკითხები. თვით ის ფაქტი, რომ საქართველოში დაიწყო ამ თემაზე საუბარი, არამარტო საუბარი, არამედ კონკრეტულად განსაზღვრული გეგმა, არის ძალიან მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვნად შეამცირებს სიკვდილობას სწორედ ამ ასაკობრივ ჯგუფში, სწორედ იმ პაციენტებში სადაც ფილტვების ანთება მათი ზოგადი მდგომარეობიდან, ასაკიდან და თანარსებული ძირითადი დაავადებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს გარდაცვალების მაღალ რისკთან დაკავშირებული“, - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 2015 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს ბავშვებში და ის შეტანილია ეროვნულ კალენდარში, როგორც აუცილებელი ვაქცინაცია. აღნიშნულმა მცირეწლოვნებში განვითარებული პნევმონიის რიცხვი მკვეთრად შეამცირა. მანამდე პნევმონია სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო 2-დან 5 წლამდე ბავშვებში.

ხანდაზმულთა პნევმოკოკზე აცრა შეტანილია არაერთი  განვითარებული ქვეყნის კალენდარში და აქტიურად გამოიყენება, რადგან ის იცავს ხანდაზმულებს პნევმოკოკური პნევმონიის განვითარებისგან.

 

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო