ძიებაზე გადასვლა მთავარ მენიუზე გადასვლა სიახლეებზე გადასვლა განცხადებებზე გადასვლა მოსახლეობისათვის, ბენეფიციარებისთვისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების კონტენტზე გადასვლა მთავარ გვერდზე გადასვლა
  • კონტრასტი:

  • განლაგება:

  • შრიფტი:

  • A
GEEN
moh.gov.ge
კარალეთის დევნილთა დასახლებაში  სკვერი გაიხსნა
20 მაისი, 2020

კარალეთის დევნილთა დასახლებაში სკვერი გაიხსნა

კარალეთის დევნილთა დასახლებაში დასასვენებელი სკვერი, სათამაშო მოედანი და სატრენაჟორო სივრცე მოეწყო.  

შესრულებული სამუშაოები დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა, ლტოლვილთა  დანიის საბჭოს სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტომ  და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა  მოინახულეს.

გერმანიის მთავრობის დაფინანსებით, გორის, მცხეთის, ფოთისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში არსებულ 5 დევნილთა დასახლებაში 10 მცირე მასშტაბის  ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დასრულდა. 2020-2021 წლებში, საქართველოს მასშტაბით დამატებით, კიდევ 14 პროექტი განხორციელდება. დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაგეგმვისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული დასახლებებში არსებული საჭიროებები.

გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მიერ დაფინანსებული პროექტი „ეკონომიკური მონაწილეობა საცხოვრებლით უზრუნველყოფა და სოციალური ინფრასტრუქტურა იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელი თემებისათვის“, დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ გრძელვადიან განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს.  

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდამოკიდებულების პრევენციის სერვისიდევნილებისთვის - იცოდე შენი ქულასოციალური მომსახურების სააგენტოსსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსოლიდარობის ფონდიადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდიდაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრიშრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემააჭარის ავტონომიური რესპუბლიკააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო